"Quo Vadis, Aida?"-მ  წელს ევროპული კინოს დაჯილდოებაზე "საუკეთესო ფილმის" პრიზი მოიპოვა

სრებრენიცას ხოცვა-ჟლეტის შესახებ გადაღებულმა ფილმმა "Quo Vadis, Aida?"  წელს ევროპული კინოს დაჯილდოებაზე "საუკეთესო ფილმის" პრიზი მოიპოვა

1746772
"Quo Vadis, Aida?"-მ  წელს ევროპული კინოს დაჯილდოებაზე "საუკეთესო ფილმის" პრიზი მოიპოვა

სრებრენიცას ხოცვა-ჟლეტის შესახებ გადაღებულმა ფილმმა "Quo Vadis, Aida?"  წელს ევროპული კინოს დაჯილდოებაზე "საუკეთესო ფილმის" პრიზი მოიპოვა.

ევროპის კინოაკადემიის მიერ ორგანიზებული 34-ე ევროპული კინოს დაჯილდოების ცერემონია, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის გამო, წელს ონლაინ გაიმართა.

ჯასმილა ზბანიჩის ფილმმა „Quo Vadis, Aida?“, რომელიც „საუკეთესო ფილმის“ პრემიით დაჯილდოვდა, ცერემონიაზე კიდევ 2 ჯილდო მიიღო.

ზბანიჩმა "საუკეთესო რეჟისორის" ჯილდო მოიპოვა, ხოლო ფილმში შესრულებული როლისთვის "საუკეთესო მსახიობი ქალის" ნომინაციაშიც დაჯილდოვდა იასნა დურიჩიჩი.

რეჟისორმა ზბანიჩმა განაცხადა, რომ ჯილდოს უძღვნის სრებრენიცას დედებსა და ქალებს, ასევე მოკლულ მამებს, მეუღლეებსა და ვაჟებს.

ენტონი ჰოპკინსმა მიიღო "საუკეთესო მსახიობის" ჯილდო ფილმ "მამა"-ში შესრულებული როლისთვის. ხოლო ჯილდო საუკეთესო სცენარისთვი მიენიჭა "მამა" სცენარისტებს ფლორიან ზელერს და კრისტოფერ ჰემპტონს.

რეჟისორ ინგვილდ სვე ფლიკეს ფილმი "ნინძაბები" "საუკეთესო კომედიად" იქნა დასახელებული.

ცერემონიაზე რეჟისორ იონას პოჰერ რასმუსენის „Flee“ დაჯილდოვდა კატეგორიებში "საუკეთესო დოკუმენტური ფილმი" და "საუკეთესო ანიმაცია", ხოლო დანიელი რეჟისორი სიუზან ბიერი დაჯილდოვდა მსოფლიოში ევროპის კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.



მსგავსი ინფორმაციები