იცით თუ არა, რომ? 13-2021

​​​​​​​"ბაქსის მუზეუმი"

1743376
იცით თუ არა, რომ? 13-2021

იცით თუ არა, რომ? 13-2021        

"ბაქსის მუზეუმი"

იცით თუ არა, რომ თურქეთის აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში მდებარეობს ჯილდოს მფლობელი მუზეუმი?

 

აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის ბაიბურთის პროვინციაში მდებარე სოფელ ბაქსიში, ახალი სახელით ბაირაქტარი,  არის მუზეუმი, რომელიც ყურადღებას იპყრობს თავისი არქიტექტურული დიზაინით, ბუნებით და არაჩვეულებრივი პროექტით. ქალაქის ცენტრიდან 45 კილომეტრში, გორაკზე, რომელიც გადაჰყურებს ჭოროხის ხეობას, მხატვარი და პროფესორი ჰუსამეთინ ქოჩანის მიერ შექმნილი ბაქსის მუზეუმი 2010 წელს გაიხსნა. ბაქსის მუზეუმი, რომელიც ცნობილია როგორც "არაჩვეულებრივი მუზეუმი" თავისი არქიტექტურული სტრუქტურითა და მდებარეობით, ასევე ყურადღებას იპყრობს თავისი საგამოფენო დარბაზებით, სასწავლო სახელოსნოებით, საწყობი მუზეუმით, საკონფერენციო დარბაზით, სასტუმრო სახლით, უძველესი მეჩეთით და ბიბლიოთეკით. მუზეუმი, რომელიც ერთსა და იმავე ჭერქვეშ მასპინძლობს თანამედროვე და ტრადიციულ ხელოვნებას, ასევე უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობებს. გარდა ამისა, იქ პოულობენ ნიჭიერ ბავშვებს რეგიონში და ხელს უწყობენ მათ განათლებას სტიპენდიებით და ახორციელებენ პროექტებს განსაკუთრებით დიზაინის, ხელოვნებისა და კულტურის სფეროებში.

ბაქსის მუზეუმს, სადაც ტარდება კვლევები ტრადიციული კულტურის შენარჩუნების და მომავალი თაობებისათვის გადაცემის მიზნით და განსაკუთრებით ხორციელდება ქალთა დასაქმების პროექტები, 2014 წელს მიენიჭა ევროპის საბჭოს მუზეუმის ჯილდო და თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის საპატიო ჯილდო.


საკვანძო სიტყვები: #ბაქსის მუზეუმი , #იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები