წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია ბელორუსია-პოლონეთის საზღვარზე მყოფ მიგრანტებს დაეხმარება

წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია ბელორუსია-პოლონეთის საზღვარზე მყოფი მიგრანტების დასახმარებლად მზადაა

1736111
წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია ბელორუსია-პოლონეთის საზღვარზე მყოფ მიგრანტებს დაეხმარება

თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მზადაა დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან ბელორუსია-პოლონეთის საზღვარზე და რომლებიც ცდილობენ ბელორუსიდან პოლონეთში გადასვლას ევროპაში ემიგრაციის მიზნით. წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის პრეზიდენტმა ქერემ ქინიქმა ორგანიზაციის ქალაქ, ედირნეს წარმომადგენლობასთან ვიდეოკონფერენციის მეშვეობით შეხვედრა გამართა და სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა: „ჩვენი მიზანია დავიცვათ ადამიანის ღირსება, შევუმსუბუქოთ მას ტანჯვა და შესაბამისი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ, როგორც იმსახურებს. 2020 წელს ედირნეში არსებული მიგრაციის კრიზისში ჩვენმა ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. დღეს მსგავსი პრობლემაა ბელორუსია-პოლონეთის საზღვარზე. ჩვენი ორგანიზაცია მათ დასახმარებლად მზად არის. შესაბამისი ორგანოებისგან ნებართვას ველოდებით. ჩვენ ვართ ცივილიზაციის შვილები, რომლებიც ადამიანებს ადამიანებად თვლიან, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არიან ისინი. მთელი კაცობრიობა ასე უნდა იყოს. ჩვენის აზრით, არ არსებობს არალეგალური პირები, არიან ადამიანები, რომლებიც აიძულეს მიგრაციაში წასულიყვნენ, იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი სახლები, გასაჭირის გამო. ეს ადამიანები ასევე არიან მყიფე, მარტოსული და სუსტი. ამიტომ, მათ მეტი დაცვა სჭირდებათ.“



მსგავსი ინფორმაციები