იცით თუ არა, რომ? – 09-2021

„ლეღვის ჩირი“

1730683
იცით თუ არა, რომ? – 09-2021

იცით თუ არა, რომ? – 09-2021

„ლეღვის ჩირი“

იცით თუ არა, რომ ლეღვის ჩირის ექსპორტში თურქეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა?

ლეღვი ისტორიაში ცნობილია, როგორც პირველი ხილი, რომელიც მოყვანილი იქნა და დაიკრიფა. ლეღვის ნაშთები აღმოაჩინეს ნეოლითური გათხრების შედეგად, რომელიც დათარიღებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5000 წლით. იგი მის სამშობლომდე ანატოლიამდე გავრცელდა სირიასა და პალესტინაში, შემდეგ ინდოეთსა და ჩინეთში და ამერიკაში 1500-იან წლებში ჩააღწია. თურქეთში მისი ყველაზე მნიშვნელოვანი საწარმოო ზონებია იზმირი და აიდინი. აიდინის ლეღვი პირველი თურქული პროდუქტია, რომელიც ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნით არის რეგისტრირებული.

ლეღვის ჩირს განსაკუთრებული ადგილი უკავია საკვებ პროდუქტებს შორის მინერალური და კვებითი ელემენტების გამო. ლეღვის ჩირი, რომელსაც გაცილებით მაღალი ბოჭკოვანი შემცველობა აქვს, ვიდრე ახალ ლეღვს, ამ თვისებით იცავს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობას. როგორც მაღალი ანტიოქსიდანტური წყარო, ის ხელს უშლის კიბოს უჯრედების წარმოქმნას. კვლევებმა აჩვენა, რომ ლეღვის ჩირი იცავს გულის ჯანმრთელობას სისხლში ცხიმის შემცველობის შემცირებით და ორგანიზმის რკინის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით. ის ძვლების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, რადგან შეიცავს კალციუმს, კალიუმს და მაგნიუმს. ასევე ცნობილია, რომ ახალი და ხმელი ლეღვი შეიცავს ელემენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ძუძუს კიბოს პრევენციას. ლეღვის ჩირი, რომელსაც უთვალავი სასარგებელო თვისება აქვს, შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში მოიხმაროთ.



მსგავსი ინფორმაციები