კუთხე-კუნჭული“ 42/2021

"პირველი ტელეფონი თურქეთში"

1725157
კუთხე-კუნჭული“ 42/2021

კუთხე-კუნჭული“ 42/2021

"პირველი ტელეფონი თურქეთში"

მარიამ გაფრინდაშვილი

საინტერესოა როდის და როგორ განხორციელდა პირველი საკომუნიკაციო საშუალებით - ტელეფონით პირველი ზარი თურქეთში. ეს ჯერ კიდევ თურქეთის რესპუბლიკის დაარსებამდე მოხდა. ოსმალეთის იმპერიაში ტელეფონის გამოყენება 1908 წელს დაიწყეს. სტამბოლის ქადიქოისა და ბეიოღლუს საკომუნიკაციო ცენტრები კი 1911 წელს გაიხსნა. პირველი ავტომატური ტელეფონის სადგური სწორედ ათათურქის ბრძანებით 1926 წელს ანკარაში დაარსდა. მას მოჰყვა თურქეთის დიდ და მნიშვნელოვან რეგიონებში ამავე სადგურების გახსნა. ასეთმა ორგანიზებულმა და თანმიმდევრულმა მუშაობამ ყველა რეგიონი ერთმანეთთან სატელეფონო ხაზებით დააკავშირა.

ფოსტისა და ტელეგრაფის ორგანიზაციამ იგივე PTT-მ (თურქულად: Posta ve Telgraf Teşkilatı) 1970 წელს დაარსებისა და ოპერატიული მუშაობის შემდეგ თურქეთში ტელეფონი ყველაზე სწრაფ საკომუნიკაციო საშუალებად აქცია. სტამბოლში მდებარე თაჰთაქალეს სატელეფონო სადგურმა კი თავიდანვე საერთაშორისო ფუნქცია შეიძინა. 1985 წლიდან მოყოლებული თურქეთის ეს საერთაშორისო საკომუნიკაციო ცენტრი გადამრთველი ექვსი გზის მეშვეობით სხვა საერთაშორისო სატელეფონო სადგურებს უკავშირდებოდა. ეს ხაზები ასე იყო განაწილებული და დღემდე ამავე ფუნქციას ინარჩუნებს: ედირნე - ბულგარეთის ხაზი, იზმირი - საბერძნეთის ხაზი, ანტალია - იტალიის ხაზი, ისქენდერუნი - სირიის ხაზი, დიარბაქირი - ერაყის ხაზი, ანკარა - რუსეთის ხაზი. თუმცა ამ ხაზებთან დასაკავშირებლად პირველად თაჰთაქალეს ცენტრალურ სადგურთან, შემდგომ კი საზღვარგარეთის ხაზთან გადამისამართება იყო საჭირო.

რესპუბლიკის გამოცხადებიდან სულ მცირე დროში 1926 წელს ანკარაში დაარსებული სადგურის შესახებ წყაროებიდან ვიგებთ, რომ ამ ცენტრს ჯამში ორი ათას ხაზთან დაკავშირების პოტენცია გააჩნდა. თუმცა არსებობდა წესები, რომელიც ტელეფონზე ლაპარაკისას მოსაუბრეს არ უნდა დაერღვია, მაგალითად თუკი საუბარი 3-ზე მეტ წუთს გასტანდა, მაშინვე სადგურის პერსონალი ჩაერთვებოდა, რაც საუბრის დასასრულზე მიანიშნებდა.

რაც შეეხება ქუჩის ავტომატურ ტელეფონებს, რომელიც ე.წ. ჟეტონით მუშაობდა და მისი რაოდენობის მიხედვით ულიმიტო საუბარს სთავაზობდა მომხმარებელს, თურქეთში ის 1972 წლიდან ჯერ ციხეებსა და თურქულ შეიარაღებული ძალების შტაბებში გამოჩნდა, შემდეგ კი მან უკვე ქმუჩებშიც დაიდო ბინა.

1991 წლიდან თურქეთში 1G ტექნოლოგიის ტელეფონები გავრცელდა, რაც სამი წლის შემდეგ მობილურმა ტელეფონებმა ჩაანაცვლეს და უკვე მცირე ხანში 2G ტექნოლოგიის მქონე ტელეფონით SMS-ის გაგზავნაც იყო შესაძლებელი.

თურქეთის ტელე და სატელეფონო კომუნიკაციების მუზეუმში გამოფენილ პირველ ტელეფონებთან ერთად ისეთი დოკუმენტებიცაა წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც ცნობილ ადამიანებს, მაგალითად ზექი მურენსა და ადნან მენდერესს ე.წ. სახლის ტელეფონის „დადგმის“ თხოვნით ოფიციალური რეგისტრაციაც კი გაუვლიათ.

რაც შეეხება PTT-ს, რომელიც 1909 წლიდან ფოსტის, ტელეგრაფისა და ტელეფონის ორგანიზაციად განიხილებოდა, რესპუბლიკის პირველ წლებში ახლად დაარსებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარებოდა, თუმცა შემდგომ მან დამოუკიდებელი სახე მიიღო. მას ტელეფონის საკომუნიკაციო ფუნქციაც ჩამოშორდა და დღეს ის უკვე როგორც ქვეყნის შიდა ისე საერთაშორისო სახელმწიფო ფოსტის ნიშნითაა აღბეჭდილი.



მსგავსი ინფორმაციები