იცით თუ არა, რომ? 07-2021

„გაზიანთეფის ბაქლავა“

1724597
იცით თუ არა, რომ? 07-2021

იცით თუ არა, რომ? 07-2021

„გაზიანთეფის ბაქლავა“

იცით თუ არა, რომ გაზიანთეფის ბაქლავა ევროკავშირში გეოგრაფიული აღნიშვნით არის რეგისტრირებული?

ბაქლავა ცენტრალურ აზიური დესერტის სახეობაა და ანატოლიაში თურქების მიერაა შეტანილი. დროთა განმავლობაში იგი ოსმალეთის სასახლის სამზარეულოში გამრავალფეროვნდა და დღევანდელი სახე მიიღო. დღეს ბაქლავას ხსენებისას პირველ რიგში გაზიანთეფის ბაქლავა გვახსენდება. გაზიანთეფის ბაქლავა, რომელიც დაიბადა თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში და მამებმა შვილებს, ოსტატებმა შეგირდებს ასწავლეს და დღემდე ასე მოაღწია, ტრადიციული თურქული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დესერტის სახეობაა.

ევროკომისიამ 2013 წელს გაზიანთეფის ბაქლავის „წარმოშობის დაცული სახელწოდების“ და „დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის“ სიაში შეტანა დაამტკიცა. გაზიანთეფის ბაქლავა, რომელიც ბრენდად იქცა თავისი უნიკალური წარმოების მეთოდით, გამოყენებული მასალის სახეობითა და ხარისხით, გეოგრაფიული აღნიშვნის დარეგისტრირებით თურქეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროდუქტად იქცა. გაზიანთეფის ბაქლავას ამ რეგისტრაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს მისი უნიკალური მახასიათებლები და თავიდან იქნას აცილებული მისი ცუდად გამოყენება და იმიტაცია. ევროკავშირში რეგისტრირებული თურქული სამზარეულოს პირველი პროდუქტი გაზიანთეფის ბაქლავა უკვე არა მარტო თურქული, არამედ ევროპული სუფრების სიმდიდრეა...


საკვანძო სიტყვები: #ბაქლავა , #იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები