კუთხე-კუნჭული“ 39/2021

"წყნარი ქალაქი - ვიზე"

1714937
კუთხე-კუნჭული“ 39/2021

კუთხე-კუნჭული“ 39/2021

"წყნარი ქალაქი - ვიზე (Cittaslow)"

მარიამ გაფრინდაშვილი

თურქეთში, ხმელთაშუაზღვისპირეთის სანაპიროზე მარმარისის მხარეს, ქირქლარელის რეგიონში არის პატარა ქალაქი, სახელად ვიზე. სწორედ ეს ქალაქი ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან ორ მასშტაბურ ქალაქს სტამბოლსა და ედირნეს შორის მდებარეობს და სწორედ ამ მდებარეობით იწონებს თავს. სამართლიანადაც, რადგანაც მთელი ქალაქი იუნესკოს ძეგლთა დაცვის საპატიო სიაშია შეტანილი. სტამბოლიდან სულ რაღაც საათნახევრის დაშორებით ეს ტერიტორია ჯერ კიდევ აღმოუჩენელია. ვიზეს მოსახლეობა დღესდღეობით 12.317-ს, ხოლო სოფლებთან ერთად 28.611 ადამიანს ითვლის. მის გამორჩეულ მდებარეობას ისიც ემატება, რომ ამ ქალაქმა ასეთი მეორე სახელწოდებაც კი დაიმსახურა „Cittaslow”. Citta იტალიურიდან ქალაქს, ხოლო slow ინგლისურიდან წყნარს, ნელს ნიშნავს, რაც საბოლოოდ წყნარ ქალაქს აღნიშნავს. ვიზე ამ სახელსაც ამართლებს. ვიზეს სავიზიტო ბარათი ქალაქის მშვიდი, წყნარი მოსახლეობაა, ამასთანავე ავტომობილების სიმცირე და სატრანსპორტო საშუალებად ველოსიპედის გამოყენების სიხშირეა. ასევე ყურადღება ექცევა ადგილობრივ რესტორნებსა და კაფეებში მხოლოდ ვიზეს სოფლებში მოყვანილი ორგანული პროდუქტის გამოყენებას, რაც ტურისტების ყურადღებას ორმაგად იპყრობს.

ვიზე ჯერ კიდევ ბიზანტიის იმპერიის პერიოდში სახელისუფლებო და კულტურული ცენტრი იყო. თავად ქალაქის ისტორია კი ძვ.წ.აღ-ის 4000 წელს ემიჯნება. მითოლოგიური წყაროების მიხედვით ამ ქალაქს სახელი წყლის ფერიის „ბიზია“საგან დაერქვა, რაც დროთა განმავლობაში ბიზა, ვისსა, ვიზილი და საბოლოოდ ვიზედ იქცა. ევროპისა და ანატოლიის გასაყარზე მდებარე ვიზეში ცხოვრების კვალი არქეოლოგიური კვლევების შედეგად ჩომლექთეფე (ძ.წ.აღ. 4000), ქარაქოჩაქ თეფე (ძვ.წ.აღ. 3200-1000) და ჰისართეფეზე (ძვ.წ.აღ. 700) აღინიშნება.

თრაკ ტომები, რომლებმაც დასაბამი მისცეს თრაკიის დაარსებას, ჯერ ვიზეში სახლობდნენ. ინდო-ევროპული წარმოშობის თრაკები ძვ.წ.აღ.-ით მე-3-ე საუკუნეში ვიზეში გამოჩნდნენ. მე-7-ე საუკუნიდან კი აქ ერთმანეთის მიყოლებით სპარსული, ბერძნული და მაკედონიური ცივილიზაციები ერთმანეთს ცვლიდნენ. 335 წლამდე ვიზე თრაქიის სამეფოს ხელში იყო. შემდგომში დასავლეთ თრაკია ვიზესთან ერთად, რომის, ბიზანტიისა და ოსმალების ხელში გადავიდა.

ძვ.წ.აღ-ით მე-8-ე საუკუნეში დღევანდელ ვიზეში თრაქების ტომის ერთი განშტოება - ასთები დაფუძნდენ. ისინი ამავე სახელის ასთის მთის გასწვრივ დასახლდნენ და იქ მესაქონლეობასა და მიწის დამუშავებას მიჰყვეს ხელი. ისტორიაში ისინი შევიდნენ, როგორც თავისუფალი ასთები. მათ ცენტრად ვიზეს ჰისართეფე აირჩიეს და იქ პატარა სამეფოც კი დააარსეს.

თრაქების პერიოდიდან ვიზეში დღემდეა შემორჩენლი ქარაქოჩაქის ფერდობის ნამოსახლარი.                            

ვიზე, ჩვ.წ.აღ.-ით 46 წელს კლავდიუსის პერიოდში რომაელთა ხელში გადასვლის შემდეგ უფრო მეტად განვითარდა და დაიხვეწა. ბიზანტიურმა პერიოდმაც მას თავისი ურბანული კვალი დაატყო. მე-15-ე საუკუნიდან ოსმალების დროს ვიზე უკვე განვითარებული, კულტურული ქალაქი იყო, ის ოსმალებმა ქირქქილისეს იგივე ქირქლარელის სანჯაქს დაუქვემდებარეს. დღემდე ვიზე ამ რეგიონის მთავარ ქალაქად მოიაზრება.

იქნებ ერთ დღეს ეს საოცარი ჩიტასლოუ მოინახულოთ და თავად დარწმუნდებით მის უჩვეულოდ განსხვავებულობაში, ჩვენ კი მომავალ გადაცემამდე გემშვიდობებით.


საკვანძო სიტყვები: #Cittaslow , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები