იცით თუ არა, რომ? 4-2021
„ქალაქ ბურსას ისტორიული ბაზრები“
იცით თუ არა, რომ? 4-2021
„ქალაქ ბურსას ისტორიული ბაზრები“
იცით თუ არა, რომ ქალაქ ბურსაში ასობით წლის წინ დაარსებული ბაზრები კვლავაც ფუნქციონირებს?
ოსმალეთის იმპერიის პირველ დედაქალაქ ბურსაში მე-14 საუკუნეში დაიწყო სავაჭრო ზონის ჩამოყალიბება. მე-16 საუკუნისთვის ქალაქში მრავალი სასტუმრო (ჰანი) და ბაზარი ფუნქციონირებდა.
ისტორიული ბაზრის და სასტუმროების ტერიტორია, რომელსაც 700 წელია უწოდებენ ბურსას "ვაჭრობის გულს" და შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, ქალაქის მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილია. ოცდაათამდე სასტუმროსა და ბაზარს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ქალაქ ბურსას თვალისჩინი, მსოფლიოში ცნობილი ხელოვნების შედევრი "კოზა ჰანი". „კოზა ჰანის“ შენობა შედგება კვადრატისებური ოთხკუთხა ეზოს გარშემო განლაგებული ორი სართულის და 95 ოთახისაგან. „კოზა ჰანს“, რომელიც ისტორიული აბრეშუმის გზის სავაჭრო ხაზის ბოლო გაჩერება იყო აზიაში, ასევე მეაბრეშუმეთა ბაზარსაც უწოდებენ. „კოზა ჰანის“ ეზოში, რომელიც ბურსაში მეაბრეშუმეთა ცენტრი იყო, 1970-იან წლებამდე მათი პროდუქცია იყო გამოფენილი და სოფლის მცხოვრებლებს საშუალება ეძლეოდათ ტომრებით მიტანილი აბრეშუმის ჭიის პარკები გაეყიდათ. დღესდღეობით კი ბაზარი ინარჩუნებს თავის კომერციულ სიცოცხლისუნარიანობას ზედა სართულზე განლაგებული მაღაზიების წყალობით, სადაც ყველა სახის აბრეშუმის პროდუქტს ყიდიან.
მსგავსი ინფორმაციები
თურქეთის ავიახაზები ტრანზიტულ მგზავრებს სტამბოლში უფასო ტურს სთავაზობს
თურქეთის ავიახაზები ტრანზიტულ მგზავრებს სტამბოლში უფასო ტურს სთავაზობს
TRT-ს დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე განაცხადების მიღება გრძელდება
TRT-ს დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე განაცხადების მიღება გრძელდება