ერდოღანმა გაეროს ბაღში გამოფენილი ანატოლიური ძეგლი მოინახულა

გობექლითეფეს ძეგლი 12 ათასი წლისაა

1709239
ერდოღანმა გაეროს ბაღში გამოფენილი ანატოლიური ძეგლი მოინახულა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს შტაბ-ბინის ბაღში გამოფენილი,  ანატოლიაში აღმოჩენილი 12 ათას წლიანი Göbeklitepe/გობექლითეფეს არქეოლოგიური ძეგლის პროტოტიპი მოინახულა. Göbeklitepe–ს ძეგლი ობელისკი,  გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია, UNESCO-ს მხრიდან მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 2018 წელს იქნა შეყვანილი და გაეროს ბაღში გამოფენილი ეს პროტოტიპი, ორიგინალის  1/2 შემცირებულ ასლს წარმოადგენს რა, მარადიულად იდგმება ამ ბაღში. გუში, გაეროს 76-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ერდოღანმა გაეროს ბაღში გამოფენილი ეს ძეგლი მოინახულა. ამით გობექლითეფე გახდა მეორე ანტიკური ანატოლიური ძეგლი, რომელიც გამოფენილ იქნა გაეროს კამპუსში. 12 ათას წლიანი გობექლითეფეს ეს ობელისკი აღმოჩენილ იქნა ქალაქ შანლიურფაში, რომელიც ჯერ-ჯერობით მსოფლიოს ყველაზე პირველ დასახლებულ პუნქტად ითვლება.


საკვანძო სიტყვები: #გობექლითეფე , #ნიუ-იორკი , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები