აშშ-ში ერდოღანის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

აშშ-ში ერდოღანის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

1708021
აშშ-ში ერდოღანის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის, მიერ დაწერილი წიგნის, „უფრო სამართლიანი სამყარო შესაძლებელია“ (A Fairer World Is Possible) რომელიც ინგლისურ, არაბულ და ფრანგულ ენებზე უკვე ითარგმნა, პრეზენტაცია აშშ-ში გაიმართა.

პრეზიდენტ ერდოღანის წიგნი, რომელიც გლობალური პოლიტიკის, განსაკუთრებით უსამართლობის, ლტოლვილთა კრიზისის, საერთაშორისო ტერორიზმის და ისლამოფობიურ დილემებზე მიუთითებს, პრეზენტაცია, მანჰეტენის ცენტრში, თურქულ-ამერიკული ეროვნული მმართველი კომიტეტის მხრიდან (TASC) ორგანიზებულ ღონისძიებაზე გაიმართა.

პრეზიდენტი ერდოღანი თავის წიგნს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დამსწრე მსოფლიო ლიდერებსაც გადასცემს.



მსგავსი ინფორმაციები