მუზეუმების რაოდენობამ თურქეთში გასულ წელს 494-ს მიაღწია

მუზეუმების რაოდენობა თურქეთში გასულ წელს 5.8 პროცენტით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით და 494 -ს მიაღწია

1703857
მუზეუმების რაოდენობამ თურქეთში გასულ წელს 494-ს მიაღწია

მუზეუმების რაოდენობა თურქეთში გასულ წელს 5.8 პროცენტით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით და 494 -ს მიაღწია.

ამ მუზეუმებიდან 205 კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ხოლო 289 კერძო მუზეუმის კატეგორიაშია.

თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტმა (TÜİK) 2020 წლის "კულტურული მემკვიდრეობის სტატისტიკა" გამოაქვეყნა.

მის მიხედვით, კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ მუზეუმებში ნამუშევრების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით 0.5 პროცენტით 3 მილიონ 278 ათას 114 -მდე გაიზარდა.

კერძო მუზეუმებში ნამუშევრების რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში 2 პროცენტით გაიზარდა და 416 ათას 706 -ს მიაღწია.

მუზეუმების პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული უძრავი ქონების რიცხვი გასულ წელს 2019 წელთან შედარებით 2.6 პროცენტით გაიზარდა და 116 ათასი 120 გახდა.

მეორეს მხრივ, ეროვნული პარკების რაოდენობა 2020 წელში წინა წელთან შედარებით 2.3 პროცენტით და დაცული პარკების რაოდენობა 1.2 პროცენტით გაიზარდა.

იმავე პერიოდში ეროვნული პარკების მთლიანი ფართობი 4.5 პროცენტით გაიზარდა და 907 ათას 520 ჰექტარი შეადგინა.

გასულ წელში დაცული პარკების რაოდენობამ 250 -მდე მოიმატა და საერთო ფართობი 107 ათას 632 ჰექტარი გახდა.

ბუნების დაცვის ტერიტორიები 3.3 პროცენტით 31-მდე გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #ეროვნული პარკი , #მუზეუმი

მსგავსი ინფორმაციები