კუთხე-კუნჭული“ 35/2021
"ედირნე - თრაქია"
კუთხე-კუნჭული“ 35/2021
"ედირნე - თრაქია"
მარიამ გაფრინდაშვილი
თრაქია, თრაკეა ან თრაკია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ფართო რეგიონია, რომელიც სამხრეთ ბულგარეთის, საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთსა და თურქეთის ევროპული ტერიტორიის ნაწილს მოიცავს. თურქეთის თრაკიის რეგიონს შავზღვასთან, მარმარილოსა და ეგეოსის ზღვებთან საზღვარი აკავშირებს. თრაკიის ის ტერიტორია, რომელიც საბერძნეთში ჩრდილოეთით მდებარეობს, დასავლეთ თრაკიად მოიხსენიება. სწორედ აქ ჭარბობს თურქულენოვანი და მუსლიმი მოსახლეობა. რეგიონი სამ ნაწილად იყოფა: ისკეჩე, როდოპი და ევროსი. ძვ.წ.აღ.-ით მე-8-ე საუკუნის ბოლომდე რეგიონი პენიების, ძველი ბერძნებისა და მაკედონელების ხელში იყო. ძვ.წ.აღ.-ით 355 წელს კი თრაკიის მონარქიის მმართველობამ იმძლავრა. დასავლეთ თრაკია, რომისა და ბიზანტიის იმპერიების მეთაურობის ქვეშ ჯერ რომის, ხოლო შემდეგ ბიზანტიის იმპერიის საზღვრებში მონაცვლეობდა. იმპერიის დაარსების შემდგომ ეს მიწები ოსმალებმა გადაიბარეს. დასავლეთ თრაკია 1913-1920 წლებში მეზობელი ქვეყნების საერთო ტერიტორიად მიიჩნეოდა. 1923 წლიდან კი ლოზანის ხელშეკრულების საფუძველზე ის საბერძნეთს გადაეცა.
დღევანდელ გადაცემაში კი ჩვენ ვისაუბრებთ აღმოსავლეთ თრაქიაზე, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზეა განთავსებული. აღმოსავლეთ თრაკია თურქეთში მოიცავს მდინარე მარიცას ნახევარ ნაწილს, სტამბოლის სრუტეს, მარმარილოს ზღვას ჩანაქქალეს სრუტესა და საროსის ყურეს. ამ რეგიონის დედაქალაქებად სტამბოლი და ედირნე მიიჩნევა. თურქეთის ევროპასთან დამაკავშირებელი სახმელეთო და სარკინიგზო გზებიც სწორედ აღმოსავლეთ თრაკიის ტერიტორიაში შედის.
აღმოსავლეთ თრაკიის მოსახლეობა შერეულია, მოსახლეობის უმეტესობას კი რუმელები იგივე საბერძნეთიდან გადასახლებული თურქები შეადგენენ. თრაკიას „რუმელი“თაც მოიხსენიებენ. აღმოსავლეთ თრაკია თურქეთის ისეთ ტერიტორიას შეადგენს, საიდანაც ისტორიულადაც და დღესაც აღმოსავლეთიდან დასავლეთით, ევროპისკენ პირველი გაჩერება იყო. პირველები, მისიელები, ბითინიელები და ფრიგიელბი, შემდგომში კი გალათები იყვნენ, ვინც ანატოლიაში თრაკიის გავლით ჩავიდნენ და დასახლდნენ. ქუჩუქ ჩექმეჯეს ტბასთან ახლოს მდებარე ყარიმბურგაზას გამოქვაბული აღმოსავლეთ თრაკიისა და ზოგადად თურქეთის პალეოლითის ხანის დასახლების ერთ-ერთი უძველესი ადგილია. ედირნესა და ქირქლარელში აღმოჩენილი დოლმენებიც ამ მიწაზე პრეისტორიულ განსახლებაზე მიუთითებს.
დოლმენი - მიწის ზედაპირზე ერთმანეთის გვერდიგვერდ განთავსებული ბრტყელი ფართო ქვებისგან საშუალო სიმაღლემდე აღმართული ერთგვარი სამარხებია. მეგალითური კულტურის ეს გადმონაშთი იმაზე მიუთითებს, რომ სოციალური განვითარებისა და დაკრძალვის რიტუალების, მიცვალებულთა მიმართ დამოკიდებულების განმსაზღვრელი ნიშან-სვეტებია. ედირნეში სწორედ ამ პერიოდის დოლმენები დღემდე ხელუხლებლად დაცულია.
თრაკიის პირველი ცივილიზაცია თრაქიებს ეკუთვნით. ტროას ომში ტროელების გვერდით, არესის კულტთან დაკავშირებულმა თრაქიებმა სწორედ იმ ტერიტორიაზე, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, თურქეთისა და მაკედონიის, ბულგარეთის მიწების შემოერთებით მონარქია დააარსეს.
აღმოსავლეთ თრაკიის ყველაზე მნიშვნელოვანი ანტიკური ქალაქები ვიზე, ედირნე, სტამბოლი, ქირქლარელი, თექირდაღი, ჩანაქქალე, გელიბოლუ, ეჯეაბათია. თუმცა აღმოსავლეთ თრაკიის დღევანდელ ცენტრად არა ედირნე არამედ თექირდაღია რეგისტრირებული.
მსგავსი ინფორმაციები
2024 წლის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელის ვინაობა ცნობილი გახდა
2024 წლის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელის ვინაობა ცნობილი გახდა