კუთხე-კუნჭული“ 28/2021

თურქეთის ბოშები

1675373
კუთხე-კუნჭული“ 28/2021

კუთხე-კუნჭული“ 28/2021

თურქეთის ბოშები

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

ინდურ-ევროპული ენათა ოჯახის, წარმოშობით ჩრდილოეთ ინდოეთის, ავღანეთისა და პაკისტანიდან ჯერ კიდევ ჩვ. წ.აღ.-ით მე-5-ე საუკუნიდან მოყოლებული ირანისა და ანატოლიის გავლით ბოშები მოგზაურობენ და დღემდე არსად არც სამშობლო და არც მუდმივი თავშესაფარი გააჩნიათ.  სპარსულად „ჩინგანე“, თურქულად „ჩიღან, ჩინგენე“ – „ღარიბს, უმწეოს“ ნიშნავს. ბერძნულად „ცინგანოს“ და სლავურ ენებში „ციგან“ სწორედ თურქულის გავლენით შეიძლება იყოს გადასული. ინგლისურ ენაში ბოშების აღმნიშვნელი „gypsy“ იგივე „ჯიფსი“, „ეგვიპტელს“ აღნიშნავს. თურქეთში მათ „რომანებსაც“ უწოდებენ, რაც ბოშურ ენაზე „დიდს“ ნიშნავს.

ბოშები მსოფლიოში მომთაბარულ ცხოვრებას ეწევიან.

დღევანდელ გადაცემაში თურქეთის ბოშებზე ვისაუბრებთ. თურქეთში მათ რეგიონების მიხედვით სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ. მაგალითად, მუღლაში - ჯინგენ, ადანაში - ჟონო, იზმირში - რომან, შავიზღვისპირეთში - ფოშა და სხვ.

ბოშები პირველად სტამბოლში 1051 წელს, ხოლო 1068 წელს კი ედირნეს ქალაქების დარეგისტრირებული მოქალაქეები გახდნენ. ოსმალურ იმპერიაში მათ ისლამი მიიღეს და ასე წარმოიშვა ბოშათა ისლამური ფრთა. დღეს თურქეთში ბოშათა ყველაზე დიდი ნაწილი ადანაში (ჯონოს აშირეთი), ჩანაქქალე, ედირნე, სტამბოლი, დუზჯე, თექირდაღსა და ქირიქქალეში ცხოვრობს. მათ თავიანთი საყოფაცხოვრებო ადათ-წესები შენარჩუბენული აქვთ. მრავალრიცხოვან ოჯახებში კი ისევ ერთ მეთაურ მამაკაცს ირჩევენ, რომელიც ოჯახის საქმეებს წყევტს.

ბოშები საუკუნეების მანძილზე და დღესაც ცეკვა-სიმღერით გამართული შოუებით, მეთუნექეობით, ქალების უმეტესობა კი მკითხაობოთ ირჩენს თავს.

მართალია, ბოშების ცხოვრება ნომადურ სტილთან ასოცირდება, მაგრამ მატი უმეტესობა დღესდღესობით თურქეთის მოქალაქეა და დამკვიდრებულია კიდეც. ამასთან ერთად მათ უძრავი ქონებაც (რაც სახლ-კარს შეადგენს) დაკანონებული აქვს. მათ ახალი საქმიანობებიც შეისწავლეს და უკვე მუდმივ საცხოვრებელ პირობებში ძველი ნივთების შეკეთება-გაახლებით, ცხოველების აღმზრდელობითი საქმიანობით, მსხვილი საქონლის ყიდვა-გაყიდვით არიან დაკავებულნი.

მიუხედავად იმისა, რომ ბოშები მხიარულებით, საქმისადმი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან, მათ საზოგადოებისგან ყოველთვის განცალკევებული ადგილი ეჭირათ. ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც მათ გადახდათ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელი ფაშისტების მხრიდან უნგრეთში, პოლონეთსა და ჩეხოსლოვაკიაში გენოციდი იყო. ამ მოვლენას რომენებმა იგივე ბოშებმა თავიანთ ენაზე „პორაჟმოს“ იგივე „ამოჟლეტა“ უწოდა.

ბოშები 21-ე საუკუნეში უკვე ყველა ერისგან აღიარებულნი არიან. მათგან ბევრი ცნობილი ხელოვანი ადამიანი დღეს ბოშური წარმოშობით იწონებს კიდეც თავს. საფრანგეთის მოქალაქე, ბოშა ტონი გატლიფი ის რეჟისორია, რომელმაც მთელი თავისი შემოქმედება ბოშათა ცხოვრებას მიუძღვნა.

თურქეთში ბოშა მომღერლები პოპულარობით სარგებლობენ იზმირის რეგიონში. ისინი ქორწილებსა და ფესტივალებზე ჯგუფურად კონცერტებს მართავენ და თავიანთ მომთაბარული ცხოვრებიდან დაგროვილ სიხარულს, სევდას, აღტკინებას გიტარისა თუ აკორდეონის თანხლებით სიმღერებით უზიარებენ მსმენელს. ბოშები შეიძლება ვთქვათ ერთადერთი ხალხია დედამიწის ზურგზე, ვისაც არასოდეს არავისთან არ უომია და სამშობლოს მოსაპოვებლად არცერთ ერსა თუ კულტურას არ დამუქრებია. ისინი ყველგან სილაღით, შრიალა ჭრელი კაბებით, მუდამ მომღიმარი ლამაზი სახეებით მშვიდობის ელჩებად გვევლინებიან.

 


საკვანძო სიტყვები: #ბოშები , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები