„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 17-2021

ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდისეა“

1663239
„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 17-2021

„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 17-2021

ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდისეა“

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

 

ანტიგონე, პრომეთე, მეფე ოიდიპოსი, ელექტრა... ეს არის ძველი ბერძნული თეატრის ზოგიერთი დაუვიწყარი ტრაგედია, რომლებიც ლეგენდებს ემყარება. დაუვიწყარს ვამბობთ რადგან ამ ტრაგედიებმა გავლენა მოახდენეს თეატრის ჟანრებზე და სპექტაკლებზე და საძირკველი შეუქმნეს დღევანდელ თეატრს. თეატრმა, რომელიც დაიწყო რელიგიური რიტუალებითა და ბუნების იმიტაციით, განსხვავებული იდენტობა შეიძინა ძველ ბერძნულ პერიოდში, როდესაც აზროვნება შეიცვალა. მაშინ უკვე დაწყებული იყო ხელოვნების კონცეფციაზე საუბარი, ესთეტიკა, ემოციები და საზოგადოების განათლება დადგა წინა პლანზე.

ბერძნული ტრაგედიები ქმნის დღევანდელი თეატრის საძირკველს. იცით თუ არა რომელმა ნაწარმოებებმა გაუხსნა გზა ტრაგედიებს და შეუცვლელი გახადა საუკუნეების განმავლობაში?... ეს ნაწარმოებებია "ილიადა" და "ოდისეა", რომლებიც დასავლური ლიტერატურის პირველ ლიტერატურულ ტექსტებად ითვლება.

არსებობს ორი ეპოსი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს არა მხოლოდ ბერძნულ ლიტერატურაში, არამედ მსოფლიო ლიტერატურაში, ეს არის ”ილიადა” და ”ოდისეა”. ეს ეპოსები ითვლება, რომ დროზე მაღლა დგას, რადგანაც მისი დაწერიდან საუკუნეებს გასვლის მიუხედავად, ის იკითხება და ისწავლება ყველა ეპოქაში და იგი უბრალო ენაზე გადმოსცემს კაცობრიობის უცვლელ გრძნობებს. ეს ცნობილი ლექსები ერთმანეთის მიყოლებით იღვრება ჰომეროსის, ანტიკური ხანის ცნობილი პოეტის კალამიდან. ამბობენ, რომ ეპოსები, რომლებიც ბერძნული კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა და წმინდად ითვლება, ანტიკურ დროში სკოლებში ისწავლებოდა.

 „ილიადა“ და „ოდისეა“ არა მხოლოდ ბერძნული ტრაგედიების პიონერები არიან, არამედ თანამედროვე ლიტერატურაში ცნობიერების ნაკადის ტექნიკის პიონერებად ითვლებიან. ორივე ეპოსი შედგება თექვსმეტი ათასი სტრიქონისგან და ოცდაოთხი თავისგან. „ილიადას“ ეპოსმა სახელი მიიღო ცნობილი უძველესი ქალაქ ტროადან. ტროას შიდა ციხესიმაგრეს ანუ ქალაქის პირველ და უძველეს დასახლებას იმ დროს ილიონს უწოდებდნენ. მისი თემა ლეგენდარული ტროას ომია. ტროას ომი მრავალი წლის განმავლობაში უცნობი იყო ნამდვილია თუ მითოლოგიური ამბავია, იმიტომ რომ ჰომეროსი ღმერთებით და დაუმარცხებელი გმირებით სავსე ამ ომს აღწერს ეპიკური და ზღაპრული ენით. ჰომეროსი „ილიადაში“ მოგვითხრობს 10 წლიანი ომის მხოლოდ ბოლო 51 დღეზე.

გაინტერესებთ რა არის „ილიადას“ თემა? მოკლედ მოვუთხროთ მათ, ვისაც ჯერ წაკითხული არ აქვს.

ტროას ომი მაშინ დაიწყო, როდესაც ტროას პრინცმა პარისმა გაიტაცა ელენე, აქაველთა მეფის მენელაოსის მეუღლე. ომში საბერძნეთის მრავალი ქალაქი-სახელმწიფო ჩაერთო თავისი ჯარებით. აქილევსიც მათ შორის იყო, ვინც ომში მიიღო მონაწილეობა. აქილევსი ძალზე მნიშვნელოვანი სიმბოლო იყო თავისი სიმტკიცით და გამბედაობით, მაგრამ მან შეწყვიტა ბრძოლა აქაველთა ჯარების მთავარსარდლის აგამემნონის გამო. ტროას ათწლიანი ალყის დროს ორივე მხარემ დიდი დანაკარგები განიცადა, მაგრამ ერთმანეთი ვერ დაამარცხეს. აქაველთა არმიაში დაშლა დაიწყო და მათ საბერძნეთში დაბრუნება სურდათ. ჰექტორმა, ტროელი პარისის ძმამ ომის დასასრულებლად წინადადება წამოაყენა. ვინაიდან ომის მიზეზი პარისის მიერ მეფე მენელაოსის მეუღლის, ელენეს გატაცება იყო, დავა უნდა გადაწყვეტილიყო პარისისა და მენელაოსის ბრძოლით. მენელაოსი და პარისი, რომლებმაც ეს წინადადება მოიწონეს, საბრძოლველად მოემზადნენ. აფროდიტე, რომლის ხელიც ერია ულამაზესი ელენეს გატაცებაში, გაიტაცა პარისი ბრძოლის ველიდან და იხსნა სიკვდილისგან. ბრძოლა ჯარებს შორის თავიდან დაიწყო. ღმერთებიც ჩაერთვნენ ომში. ზევსმა, ღმერთების ღმერთმა, ჰექტორის, ანუ ტროელთა მხარე დაიკავა. თუმცა ჰექტორმა დიდი შეცდომა დაუშვა და აქილევსის საყვარელი მეგობარი მოკლა. განრისხებული აქილევსი ბრძოლაში ისევ ჩაერთო. ღვთიური ომის იარაღით შეიარაღებულ ჰექტორს დაუპირისპირდა და მოკლა.

გმირი ჰექტორის სიკვდილმა მისი ოჯახი და ტროელი ხალხი ძალიან დაამწუხრა. აქილევსმა სამჯერ შემოატარა ჰექტორის გვამი ტროას გარშემო, მხოლოდ ამის შემდეგ მოიღო მოწყალება და ცხედარი ჰექტორის მამას გადასცა. „ილიადას“ ეპოსი ამ სცენით მთავრდება. ომი აქაელებმა მოიგეს.

„ილიადა“ სინამდვილეში აქილევსის ეპოსია და არა ტროას ომის. მეორე ეპოსი, რომელიც მისი გაგრძელებაა, არის „ოდისეა“. ამ მეორე ეპოსში ჰომეროსი მოგვითხრობს ოდისეას, ტროას ომის გმირის, მამაცი და გაბედული მეომრის ომის შემდეგ მოგზაურობას მშობლიურ ქალაქში იტაკაში. „ილიადა“-ში წინა პლანზე დგანან ღმერთები და ნახევარღმერთები და მას აქვს მითოლოგიური და ლეგენდარული ატმოსფერო. მაშინ როცა „ოდისეა" არის ერთი ადამიანის ისტორია. მასში მოთხრობილია ოდისეას ათწლიანი მოგზაურობა შინ დასაბრუნებლად და მისი თავგადასავლები, ამჯერად აქ ღმერთები არ მონაწილეობენ.

ჰომეროსი, რომელმაც დაწერა ეს უკვდავი ნაწარმოებები და მარადიული ეპოსები, ანტიკური სამყაროს უდიდეს პოეტად ითვლება; ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ პირველი ხელოვანი, რომელმაც გავლენა მოახდინა დასავლურ ლიტერატურაზე. ჰომეროსი ასევე ძალზე ღირებულია კლასიკური მითოლოგიისთვის, რადგან მან პირველმა აღწერა ბერძნული ღმერთები და განსაზღვრა მათი მოვალეობები. ”ჰომეროსი, რომელმაც ასეთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბერძნულ მითოლოგიაში და, შესაბამისად, მთელ ელინურ კულტურაში, ანატოლიელია” წერს ჯევათ საქირ ქაბააღაჩლი. ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით ჰომეროსის ცხოვრების შესახებ. როდოსი, ათენი, სალამისი, ქიოსი და სმირნა, ანუ იზმირი, იმ ქალაქთა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც შესაძლოა დაბადებული იყოს ჰომეროსი... მართალია, ექსპერტები მისი დაბადების ადგილის შესახებ ზუსტ ცნობებს ვერ ასახელებენ თუმცა, ყველაზე მეტად გავრცელებულია იდეა, რომ ის შესაძლოა დაიბადა დასავლეთ ანატოლიის მნიშვნელოვან იონიის ქალაქ სმირნაში. მეორეს მხრივ, არსებობს რამდენიმე მკვლევარი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ადამიანი, სახელად ჰომეროსი, არასდროს არსებობდა. არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ყველა პოეტს, ვინც ეპიკურ ლექსებს წერდა, ჰომეროსის სახელით მოიხსენიებდნენ. არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ იმ მწიგნობრის სახელი, რომელმაც პირველად დაწერა ეს ნამუშევრები, ჰომეროსია. თემები, რომლებსაც იგი ეხება, იმდენად ფართოა და სტილი იმდენად განსხვავებულია, რომ ზოგიერთი მკვლევარის აზრით ეს არ შეიძლებოდა დაწერილიყო ერთი ადამიანის მიერ. ექსპერტები ამ საკითხს ორას წელზე მეტია იკვლევენ. ამ სიტუაციას სახელიც კი მიენიჭა: ჰომეროსის პრობლემა ... შესაძლოა ვინმე ჰომეროსს მართლაც არასდროს უცხოვრია. შესაძლოა ეს ნამუშევრები, რომლებმაც გავლენა მოახდინეს ჩვენს ცივილიზაციაზე, შედგენილია ჰომეროსის მიერ ან მას მიეწერება, როგორც ზეპირი ტრადიციის გაგრძელება. შესაძლოა მეცნიერული სამყაროსთვის გადაუჭრელია ეს გამოცანა, მაგრამ ჰომეროსი, ანატოლიის ერთ-ერთი უდიდესი პოეტია...

ისტორიის მამა ჰეროდოტე ამბობს, რომ ჰომეროსმა ბერძნებს ღმერთები ასწავლა. პლატონი ასევე ეთანხმება იგივე მოსაზრებას და ამბობს: ”ის არის ბერძნული სამყაროს ყველა მრწამსის მამა.“ ალექსანდრე მაკედონელი ამბობს, რომ სამხედრო თვალსაზრისით მან ბევრი რამ ისწავლა ჰომეროსის კითხვით და არსებობს ლეგენდა, რომ მას ბალიშის ქვეშ „ილიადა“ ედო. ჰაინრიხ შლიმანმა, რომელმაც გზამკვლევად აირჩია „ილიადა“-ს ეპოსი, ძველი ქალაქი ტროა აღმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ვარაუდები იმის შესახებ, ცხოვრობდა თუ არა ჰომეროსი სინამდვილეში, უდავოა რომ ამ ბრწყინვალე ნაშრომებმა გავლენა მოახდინა კაცობრიობის ისტორიაზე.



მსგავსი ინფორმაციები