„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 15-2021

ეზოპე და ევდოქსე კნიდოსელი

1654819
„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 15-2021

„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 15-2021

ეზოპე და ევდოქსე კნიდოსელი

მომზადებულია ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუს მიერ

ერთხელ, ერთ ფერმაში ორი მამალი ცხოვრობდა, რომლებსაც ერთმანეთის დანახვაც კი არ უნდოდათ.ბოლოსდაბოლოს მოსალოდნელი მოხდა, ისინი ერთმანეთს შეხვდნენ და  ჩხუბი დაიწყეს. მამალი, რომელიც დამარცხდა სირცხვილით საქათმის კუთხეში მიიმალა.ბრძოლაში გამარჯვებული მამალი კი ამაყად ავიდა საქათმის სახურავზე და დაიწყო ყივილი და ფრთების გაშლა. ამით მას სურდა ყველასთვის გამოეცხადებინა თავისი გამარჯვება. მაგრამ არწივმა, რომელიც მსხვერპლს ეძებდა, დაინახა ეს მამალი, სწრაფად ძირს ჩამოფრინდა, დაიჭირა იგი და თავის ბუდეში წაიყვანა.

დღეს ჩვენ პროგრამა დავიწყეთ ეზოპეს ზღაპრით, რომელშიც ხაზგასმულია მთავარი იდეა, რომ "ისინი, ვინც ძალიან ამაყები და გამორჩეულები არიან, დიდ ყურადღებას მიიპყრობენ, განსაკუთრებით მოხვდებიან მტერს თვალში". ჩვენ მოგითხრობთ ეზოპზე, „იგავის“ ჟანრის შემქმნელზე.

ანატოლია სინამდვილეში ცივილიზაციათა მთელი ჯაჭვია. ხელოვნება, კულტურა, ლიტერატურა, არქიტექტურა ყველა ისინი გავლენას ახდენს ერთმანეთზე, ყველა გავლენას ახდენს მსოფლიოზე. ასეა ეზოპეც. იგი არის მამა ლიტერატურული ჟანრის, რომელიც გამოვიდა ანატოლიიდან და გავრცელდა მთელს მსოფლიოში და ზღაპრების, რომლებიც გაცინებს და გაფიქრებს. მისი ცხოვრების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. თუმცა ფიქრობენ, რომ დიდი ალბათობით იგი დაიბადა ქალაქ ამორიუმში, ემირდაღის მახლობლად. არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ის თრაკიაში დაიბადა და არიან ისეთებიც, ვინც ამბობენ, რომ ის ფრიგიელი იყო. ზოგი იმასაც კი ამტკიცებს, რომ ასეთი ადამიანი არასდროს არსებობდა და ის ლეგენდარული პერსონაჟია! მოდით ჩვენ განვიხილოთ რა თქვა ჰეროდოტემ, ანტიკური პერიოდის ცნობილმა ისტორიკოსმა. ისტორიის მამა ჰეროდოტე თავის ნაშრომებში ამბობს, რომ ეზოპე მასზე ასი წლით ადრე ცხოვრობდა და ის მონა იყო.

ეზოპე ზღაპრებით, რომელთაგანაც ზოგი ხალხისგან მოისმინა და ზოგიც თავად შექმნა, ხალხს ურჩევდა, ერთის მხრივ მორალურად და სწორად მოქცეულიყვნენ, ხოლო მეორეს მხრივ, იგი მათ აჩვენებდა მათ სისუსტეებსა და ნაკლოვანებებს. იგი ამას აკეთებდა ისე, როგორც მანამდე არავის გაუკეთებია: ცხოველების მეშვეობით ზღაპრებს ყვებოდა და მათ ალაპარაკებდა! ცხოველები ზღაპრებში მონაწილეობდნენ მათი მახასიათებლების შენარჩუნებით... სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მელა იყო ეშმაკი, მგელი მოღალატე, ლომი მამაცი და თაგვი მშიშარა, მაგრამ ისინი საუბრობდნენ ადამიანებივით, ფიქრობდნენ და მოქმედებდნენ როგორც ადამიანები. ზღაპრების ბოლოს, რომლებშიც ეზოპე ძალიან მარტივ ენას იყენებდა, საგანმანათლებლო გზავნილიც იყო.

კვლევამ აჩვენა, რომ ცხოველების საშუალებით ამბების მოყოლა ეზოპემდე ბევრად ადრე არსებობდა. ამ სახეობის მაგალითები გვხვდება ინდოეთიდან მესოპოტამიამდე ფართო ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ამ ჟანრს იმ დროს არ მიუღია სახელი "იგავი". "იგავის" ჟანრი, რომელიც მთელმა მსოფლიომ გაიცნო, გაჩნდა ეზოპეს ზღაპრების ლათინურად თარგმნის შემდეგ. ზღაპრებმა შთააგონა ცნობილი ფრანგი პოეტი ლა ფონტენი და იგი განსაზღვრა როგორც "მოთხრობა გაკვეთილით ან რჩევა" და "იგავებმა" ადგილი დაიკავა მსოფლიო ლიტერატურაში. ზოგი იმასაც კი ამტკიცებს, რომ ლა ფონტენის ყველა იგავი სინამდვილეში ეზოპეს ეკუთვნის.

ცნობილია, რომ ეზოპეს იგავები ათ ტომად შედგა, მაგრამ ეს ნაშრომი დაიკარგა. ზოგი წყარო ამბობს, რომ როდესაც ეზოპე გარდაიცვალა, მისი ზღაპრები 20-მდე იყო. შეიძლება სხვებმა ეს ეზოპეს მიაწერეს, შესაძლოა ეზოპეს მოთხრობილი იყოს ყველა… ძნელი გასაგებია! მაგრამ ერთი რამ ცხადია, ეზოპე ანატოლიელი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მეზღაპრედ ითვლება და მისი ზღაპრები ისტორიაში შევიდა, როგორც კაცობრიობის საერთო კულტურის კუთვნილება.

ანატოლიაში ეზოპესთან ერთად ორი ათას ექვსასი წლის წინ გაჩენილმა იგავებმა, მოგვიანებით ლა ფონტენი შთააგონა და იგი მთელს მსოფლიოში გაავრცელა ...

ანატოლია არა მხოლოდ ისტორიისა და ლიტერატურის, არამედ მედიცინისა და მათემატიკის აკვანიცაა. მათემატიკა, რომელიც ითვლება რომ ეგვიპტესა და მესოპოტამიაში გაჩნდა, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი მეცნიერებაა. ჰეროდოტე ამტკიცებს, რომ ნილოსის წყალდიდობამ თავისი როლი ითამაშა მათემატიკის, უფრო სწორად გეომეტრიის დაბადებაში. არისტოტელე ამბობს, რომ სასულიერო პირებმა მათემატიკა მოწყენილობისგან თავის დასახსნელად გამოიგონეს. რეალური პროგრესი მათემატიკაში  იონიელების პერიოდში მოხდა.

არსებობს ანტიკურ ხანის მნიშვნელოვანი მეცნიერი: ევდოქსე კნიდოსელი. იგი დაიბადა კნიდოსში, მუღლას დათჩას რაიონში, იყო ცნობილი ძველი ბერძენი ფილოსოფოსის პლატონის მოსწავლე. მან არა მხოლოდ ფილოსოფიაზე იმუშავა, არამედ გაიუმჯობესა ცოდნა მათემატიკიაში, ასტრონომიასა და სამართალში. ის იყო ადვოკატი, რომელიც არეგულირებდა კნიდოსის კანონებს და მეცნიერი, რომელმაც ბერძნული მათემატიკა აიყვანა მწვერვალზე მის მიერ შემუშავებული თეორიებით და გაუხსნა გზა დღევანდელ ასტრონომიას.

მათემატიკაში მან წვლილი შეიტანა "ოქროს პროპორციის" საკითხში, შექმნა არქიმედეს აქსიომა. ევდოქსემ არა მხოლოდ თეორიები წამოაყენა, არამედ მან იპოვა არასწორი ფორმის სხეულების ფართობის და მოცულობის მარტივი გამოანგარიშების გზა.  

ევდოქსე კნიდოსელი იყო პირველი ადამიანი, ვინც წარმოადგინა სამყაროს სტრუქტურის მათემატიკური მოდელი. ის ამტკიცებდა, რომ დაკვირვება იყო საჭირო სამყაროს წესრიგის ასახსნელად. ევდოქსე კნიდოსელი უგულვებელყოფდა იდეებსა და მოსაზრებებს, რომლებიც არ ემყარებოდა დაკვირვებას და ექსპერიმენტებს; გალილეო და ნიუტონიც მის კვალს გაჰყვნენ. იგი დიდხანს დარჩა ეგვიპტეში, სადაც ჩავიდა როგორც მასწავლებელი და ასტრონომიული დაკვირვების შესაძლებლობა მოიპოვა. ამ დაკვირვებების შედეგად მან აღმოაჩინა, რომ პლანეტები მოძრაობენ არარეგულარულად, ხოლო ვარსკვლავები პერიოდულად. გარდა ამისა მან განმარტა თანავარსკვლავედების ფორმირება და შეადგინა ვარსკვლავების სქემა. ევდოქსეს მიხედვით, დედამიწა სამყაროს ცენტრი და ყველა ციური მოძრაობა წრიული და რეგულარული იყო. ციური სხეულების სფერული წარმოდგენა მისი იდეა იყო და ის თანამედროვე ასტრონომიის პიონერია ამ იდეით. ათასობით წლის წინ ევდოქსე იყო პირველი მეცნიერი, ვინც წელი განსაზღვრა 365 დღედ და 6 საათად!

ევდოქსეს დიდი წვლილი მიუძღვის მათემატიკისა და ასტრონომიის განვითარებაში. თუმცა, ვინც ამ ორი დისციპლინით არ არის დაინტერესებული, მას კარგად არ იცნობენ. მართალია ცნობილია არქიმედე, ევკლიდე, კოპერნიკი და გალილეო, მაგრამ მათ გზა ევდოქსემ გაუხსნა. მისი წვლილი მეცნიერებაში უდავოდ დიდია.

ევდოქსე კნიდოსელმა წარმოადგინა სამყაროს პირველი მათემატიკური მოდელი ისტორიაში, ასობით წლით უსწრებდა თავის თანამედროვეებს, იყო მრავალი მათემატიკოსისა და ასტრონომის ლიდერი.

 



მსგავსი ინფორმაციები