„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 13-2021

ჰალიკარნასი და ჰეროდოტე

1645696
„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 13-2021

„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 13-2021

ჰალიკარნასი და ჰეროდოტე

მომზადებულია ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუს მიერ

ის თქვენს წინაშე დგას თავისი თეთრი სახლებით, მუქი ლურჯი ფანჯრებით და მშვენიერი ბეგონიებით, თქვენ არ მოგინდებათ თქვენს სულში  არსებული სიმშვიდე დაკარგოთ. გეგონებათ, რომ რეალობა დამახინჯდება, იგრძნობთ სუნთქვის შეკვრის საჭიროებას, ბოდრუმი სხვა სამყაროში წაგიყვანთ. ანტიკური ეპოქის ცნობილი პოეტი ჰომეროსი ბოდრუმს ანუ ჰალიკარნასს "მარადიული ცისფერის სამოთხეს" უწოდებს. ცნობილ თურქ მწერალს, ჯევათ შაქირ ქაბააღაჩლის ბოდრუმი დანახვისთანავე შეუყვარდა და იმ მომენტიდან თავის თავს „ჰალიკარნასის მეთევზე“ უწოდა. იგი ​​ყველა თავის ნაწარმოებს ამ სახელით ქმნიდა. ბოდრუმს იგი ასე აღწერს:

„თეთრი სახლები აგებულია ზუსტი ხაზებისგან, რომლებიც არ ემსგავსება „ჯიჯიბიჯის“. იგი შეღებილია რამდენიმე ფენად და თეთრ კედლებს, ლურჯზე ლურჯი ცა თეთრი ზოლებით სამართებლის მსგავსად ჭრის.ეს არის უკიდეგანო ცათა ქვეყანა. დაიჭირე გულწრფელი სიმღერა და გაუშვი, რაც უფრო შორს მიდიხარ, სიმღერა ცაში მით უფრო ლურჯი ხდება. სინათლე არამარტო ანათებს სიბნელეს, არამედ ცვლის მის მიერ განათებელ მატერიას და აქცევს მას პოეტის ოცნებად. ამბობენ "იხილე იტალია და მოკვდი"-ო. Არა ჩემო ძვირფასო; ბოდრუმი და მისი სანაპიროები ნახე და იცოცხლე ... "

რეგიონს, რომელიც დღეს მოიცავს ქალაქებს აიდინს, მუღლას და დენიზლის ნაწილს, ანტიკურ ხანაში "კარიას რეგიონს" უწოდებდნენ. თავისი პორტებით, ნაყოფიერი ვაკეებით, ტყეებითა და ციცაბო მთებით კარიას რეგიონი მეზობელი იყო იმ პერიოდის სხვა წამყვანი რეგიონებისა, როგორიცაა ფრიგია, ლიკია და იონია. აფროდისისია, კაუნოსი, კნიდოსი და ჰალიკარნასი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქები იყო.

ჰალიკარნასი კარიას რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი გახლდათ ანტიკურ ხანაში, რადგან ის იყო პირველი ადგილი, რომელიც ეგეოსის ზღვიდან მოსულებს ხვდებოდა. უძველეს წყაროებში ნათქვამია, რომ სახელი ჰალიკარნასოსი შედგება სიტყვებისგან "წმინდა წყაროს აუზის ქალაქი". საზღვაო მარშრუტებზე მნიშვნელოვანი პოზიციის გამო, ის მალე დედაქალაქი გახდა. ჰალიკარნასი მავსოლეს მმართველობის დროს გახდა ქალაქი, რომელიც გარშემორტყმული იყო გალავნებით, ჰქონდა საზოგადოებრივი შენობები, საიდუმლო გემთსაშენი და არხი. მეფე მავსოლესმა გადაწყვიტა ბრწყინვალე მონუმენტის აშენება, რათა ეჩვენებინა თავისი მმართველობის სიძლიერე და სიმდიდრე. უამრავი მუშა მუშაობდა და დაცალა სამეფო სალაროები, თუმცა მშენებლობა მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ დაასრულა.

ჰალიკარნასის მავსოლესის სახელით ცნობილი ეს მავზოლეუმი ანტიკური სამყაროს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთად ითვლება. ამ თარიღის შემდეგ ყველა მონუმენტური სამარხი "მავზოლეუმად" იწოდება, რაც მეფის სახელი „მავსოლესიდან“ მოდის.

ჰალიკარნასის მავზოლეუმი არის ქმნილება, რომელიც მანამდე არავის ენახა, ​​რომელშიც გაერთიანებული იყო ბერძნული სვეტები და ეგვიპტური არქიტექტურა საფეხურიანი პირამიდის ფორმის სახურავით. იმ პერიოდის ყველაზე ცნობილ მოქანდაკეებს დაევალათ 55 მეტრის სიმაღლის მავზოლეუმი ექციათ მსოფლიოში ყველაზე ბრწყინვალე ნაგებობად. შენობის ოთხივე ფასადი ოთხივე სხვადასხვა მოქანდაკის მიერ გაფორმებული იყო შესანიშნავი ქანდაკებებით და ხაზის ფორმის რელიეფებით ანუ ფრიზებით. ეს ფრიზები მონუმენტური საფლავის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტებია, რომელთა გამოც იგი მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთად მიიჩნევა. ფართო ეზოს, ლომის ფიგურების, ღმერთების, ქალღმერთებისა და მეომრების ქანდაკებების გარდა, მავზოლეუმის თავზე განთავსებული იყო ოთხ ცხენ შებმულ ეტლში მეფე მავსოლეს და მისი მეუღლის არტემისიას ქანდაკება. შემდგომ პერიოდებში ექსპერტებმა გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთებისა და ანტიკური პერიოდის ავტორების ჩანაწერების საფუძველზე გააკეთეს ნახაზი იმისა, თუ როგორ გამოიყურებოდა მავზოლეუმი. ეს მავზოლეუმი დღევანდელი ხალხის გაოცებასაც კი ახერხებს!

ეს შესანიშნავი ნაგებობა დაახლოებით 1500 წლის მანძილზე არსებობდა, თუმცა ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაინგრა. მე -14 საუკუნეში რეგიონში ჩასულმა წმინდა იოანე ნათლისმცემლის ორდენის რაინდებმა მავზოლეუმის ნანგრევები წმინდა პეტრეს ანუ დღევანდელი ბოდრუმის ციხის ასაშენებლად გამოიყენეს.

ანტიკური პერიოდის ამ შესანიშნავი ქალაქის ჰალიკარნასის შესახებ ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია და ამას ჰეროდოტეს უნდა ვუმადლოდეთ. ჰეროდოტე ჰალიკარნალესი ანუ ბოდრუმელია.  იგი აღიარებულია მსოფლიოში პირველ მკვლევარ ისტორიკოსად. იგი მუდმივად მოგზაურობდა და ყველგან, სადაც მიდიოდა, მისით ინტერესდებოდნენ, რადგანაც ის მოთხრობად აქცევდა მისთვის მოყოლილ მოვლენებს და პერსონაჟების საუბრით ძლიერ თხრობას ამჟღავნებდა. ამიტომ ამ უცხო მოგზაურს ყოველთვის ელოდებოდნენ.

იგი ესაუბრებოდა იმ ადგილების ხალხს, სადაც მიდიოდა და ხვდებოდა მმართველებს, ცდილობდა ოფიციალური დოკუმენტებიდან მიეღო სწორი ინფორმაცია. მან მთელ კაცობრიობას მიღებული ინფორმაცია გაუზიარა წიგნში "Historia" ანუ "ისტორია", რომელმაც მას სახელი გაუთქვა. იმის შესახებ, თუ რატომ დაწერა წიგნი, ამბობს: „ნუ იქნება დროთა განმავლობაში დავიწყებული ის, რაც ადამიანმა გააკეთა. ბერძნების და უცხოელების მიერ შექმნილი საოცრებები არ უნდა დარჩეს ანონიმურად. ჩემი მიზანი ასევე არის ის, თუ გაგებული იქნას რატომ იბრძოდნენ ისინი.“

„ისტორია“-ში ის მიუკერძოებლად ყვება მხოლოდ იმას, რასაც ხედავს და ისმენს, თავს იკავებს კომენტარებისგან. მეცნიერები თანხმდებიან, რომ ჰეროდოტეს ამ მიდგომამ ხელი შეუწყო ისტორიის მეცნიერების დაბადებას... ჰეროდოტეს მოღვაწეობა არ შემოიფარგლება გეოგრაფიითა და ისტორიული ინფორმაციით. მის შემოქმედებაში შეტანილია საზოგადოებათა ტრადიციები და ჩვეულებები, ხელოვნება, არქიტექტურა, მითოლოგია და მისმა ცხრატომიანმა Historia-მ დღემდე სრულად მოაღწია.

ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული ჰალიკარნასში სიცოცხლე არ შეწყვეტილა. დღეს არსებობს სიცარიელე, რომელიც ელოდება იმ პერიოდის კაშკაშა მავზოლეუმის ადგილის შევსებას... სიცარიელე არარსებობას გვახსენებს, თუ ათასობით წლის წინანდელ იმ შესანიშნავ სტრუქტურას? ეს არის სიცარიელე, რომელიც ასტიმულირებს ჩვენს წარმოსახვას, სიცარიელე, რომელიც გვაბრუნებს იმ ეპოქაში, მაგრამ გვახსენებს იმას, რომ ის რაც მას ეკუთვნოდა, მოაცალეს. რადგანაც ჰალიკარნასის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძეგლების და ფრიზების დიდი ნაწილის ბრიტანეთის მუზეუმშია გამოფენილი. მას სურს, რომ მავზოლეუმის ნაწილები დაუბრუნდეს იმ ადგილს, რომელსაც მიეკუთვნება. ჯევათ შაქირ ქაბააღაჩლი „ჰალიკარნასელი მეთევზე“ ამ სიტყვებით მიმართავს ბრიტანეთის მუზეუმის ოფიციალურ პირებს მიერ მიერ გაგზავნილ წერილში: "მავზოლეუმი თავის ღირებულებას მხოლოდ ბოდრუმის ცისფერ ცაში მოიპოვებს"



მსგავსი ინფორმაციები