აია სოფიას მეჩეთში 87 წლის შემდეგ პირველად, მუსლიმთა ბაირამის ლოცვა შესრულდა

აია სოფიას მეჩეთში 87 წლის შემდეგ პირველად, მუსლიმთა ბაირამის ლოცვა შესრულდა

1638737
აია სოფიას მეჩეთში 87 წლის შემდეგ პირველად, მუსლიმთა ბაირამის ლოცვა შესრულდა
sentop ayasofya.jpg
ayasofya namaz.jpg

დღეს, მუზეუმიდან ხელმეორედ მეჩეთად გადაკეთებულ აია სოფიას მეჩეთში 87 წლის შემდეგ მუსლიმებმა პირველი რამაზან ბაირამის ლოცვა შეასრულეს. 87 წლის შემდეგ პირველ ბაირამის ლოცვას, რელიგიურ საქმეთა სამმართველოს უფროსი, პროფესორი ალი ერბაში წაუძღვა.

ახალი ტიპის კორონავირუსის ზომების გამო, მეჩეთის შიგნით გარკვეული რაოდენობის მომლოცველებმა შესძლეს შესვლა რა, მომლოცველების ნაწილი მეჩეთის ეზოში განთავსდნენ. 87 წლიანი პაუზის შემდეგ პირველ ბაირამის ლოცვას ეროვნული  მეჯლილის თავჯდომარე მუსტაფა შენთოფი, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ადილ ქარაისმაილოღლუ, სტამბოლის გუბერნატორი და სხვა სამთავრობო წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ბაირამის ნამაზის ლოცვის შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს პარლამენტის თავჯდომარემ განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან აღმოსავლეთ იერუსალიმსა და ღაზაში განხორციელებული თავდასხმები, მუსლიმებს ძალიან ტკენს გულს. მისივე თქმით, ისრაელის მიერ ჩადენილი ქმედებები, საერთაშორის სამართალს ეწინააღმდეგება.


საკვანძო სიტყვები: #ბაირამის ლოცვა , #აია სოფია

მსგავსი ინფორმაციები