„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 07-2021

„ანტიკური ქალაქი სარდისი“

1619847
„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 07-2021

„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 07-2021

„ანტიკური ქალაქი სარდისი“

დღეს ბანკებში შესაძლებელია მრავალი გარიგების განხორციელება და მათ ჩვენს ცხოვრებაში უფრო დიდი ადგილი უკავიათ, ვიდრე გვგონია. ბანკებს ადამიანები დაარსების დღიდან ხშირად იყენებენ. ფიქრობენ, რომ ისტორიაში პირველი საბანკო მომსახურება ჯერ კიდევ ძველი შუმერებიდან და ბაბილონიდან მოდის. ექსპერტებმა იციან, რომ იმ დროს ბანკები სესხებს აძლევდნენ გლეხებს თესლისა და აღჭურვილობის შესაძენად. ბაბილონის მმართველის ჰამურაბის ცნობილი კანონები შეიცავს მუხლებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქნას ვალი გადახდილი.

ვინაიდან იმ დროს ფული არ იყო გამოგონილი, რა თქმა უნდა, ვალის გაცემაც და გადახდაც სხვადასხვა საქონლით ხდებოდა სანამ ანატოლიის დასავლეთით მდებარე ლიდიის სამეფომ, ისტორიაში პირველი მონეტა არ გამოიგონა და არ გამოიყენა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოგონება, რომელმაც საშუალება მისცა ვაჭრობის განვითარებას და ეკონომიკის წინსვლას. პირველი მონეტის მოჭრის შემდეგ, ლიდიის სამეფოს დედაქალაქ სარდისში დაარსდა ამ ტერიტორიის და შესაძლოა მსოფლიოს პირველი ბანკი, რადგანაც ლიდიელების მიერ ფულის გამოგონების შემდეგ ამ ძვირფასი ლითონისგან მოჭრილი მონეტების დაცვა სერიოზულ პრობლემად გადაიქცა მოკლე დროში. შენახვის ყველაზე საიმედო მეთოდი იმ წლებში იყო მონეტების თიხის ჭურჭლით მიწაში დამარხვა. ფულის შენახვის კიდევ ერთი მეთოდი იყო მისი დამალვა ტაძრებში. ტაძრები ანტიკურ ხანაში ყველაზე უსაფრთხო ადგილებს წარმოადგენდა, რადგან ისინი ღმერთის მფარველობაში იყო.

მიუხედავად იმისა, რომ დათარიღებული პირველი მონეტები ეფესოს არტემისის ტაძრის საძირკველში გვხვდება, უძველეს ქალაქ სარდისში მდებარე ტაძარს ისტორიაში პირველი ბანკის ტიტული მინიჭებული აქვს ერთი მახასიათებლის გამო. ტაძრის კედლებზე წარწერა მას სხვა ტაძრებისგან განასხვავებს, რადგან იმ წარწერაში წერია, რომ აქ პირველი საბანკო ოპერაცია განხორციელდა. წარწერაში აღნიშნულია როდის, ვის, რამდენი ვალი მიეცა, რომელი ქონება ჩამოერთვა სესხის სანაცვლოდ და ჯარიმები, რომლებიც დაეკისრებოდათ თუ დავალიანებას არ გადაიხდიდნენ. ეს წარწერა დოკუმენტია და მიუთითებს იმაზე, რომ ტაძარი ბანკივით იქნა გამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ სარდისში მდებარე არტემიდას ტაძარი 800 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა, მისი მშენებლობა ვერასოდეს დასრულდა. შენობის დაუსრულებელი ნაწილები წარმოდგენას გვაძლევს იმის შესახებ, თუ როგორ იქნა ტაძარი დაპროექტებული. სარდისში მდებარე არტემიდას ტაძარი ცნობილია, როგორც სიდიდით მეოთხე იონიური სტილის ტაძრებს შორის. ეს უნაკლო დიზაინი ასევე მნიშვნელოვანია ძველი არქიტექტორების, ინჟინრებისა და მშენებლების კომპეტენციის გასაგებად.

ამ მდიდარი ცივილიზაციის დედაქალაქი სარდისი ასევე გამორჩეულია იმითაც, რომ იგი გეოთერმული ენერგიით თბებოდა. იგი ასევე ცნობილია, როგორც პირველი ქალაქი ანატოლიაში, სადაც ამოქმედდა პირველი საკანალიზაციო ქსელი და ჭაობები სადრენაჟე სისტემით იქნა დამშრალი. ყველაფერი ეს კი დღეს მისი სახელობის მათემატიკური თეორემებით ცნობილმა მათემატიკოსმა, იმავდროულად ფილოსოფიის და ანტიკური საბერძნეთის შვიდი სწავლულიდან პირველმა, თალესმა განახორციელა.

ლიდიის სამეფოს დედაქალაქი, რომელიც მიწისძვრის ზონაში მდებარეობდა, მრავალ მიწისძვრას გადაურჩა. ფიქრობენ, რომ რომაულ პერიოდში მომხდარი დიდი მიწისძვრის შემდეგ გეოთერმული წყლები გამოიყენებოდა სახლებისა და სავაჭრო ადგილების გასათბობად, რადგანაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად ზოგიერთ ა ადგილში თუ სახლში პატარა აუზები და კედლებში ამომავალი სქელი წყლის მილები აღმოაჩინეს, რომელიც თიხისგან იყო დამზადებული. სინამდვილეში, ამ წყლის მილებს თერმული წყალი მიჰქონდა ქალაქის კიდევ ერთ მნიშვნელოვან შენობაში გიმნაზიაში და გიმნაზიის უკან აბანოს აუზს ავსებდა. აბანოსთვის გადაზიდული წყლის სახლებისა და სავაჭრო ადგილებისთვის მიცემით კიდევ ერთი პირველი მიღწევა მოხდა და ქალაქი ანტიკურ პერიოდში გეოთერმული ენერგიით გათბა.

ანტიკურ ქალაქს სარდისს უფრო დიდი სასაფლაო აქვს, ვიდრე ეგვიპტის გიზას პლატოა და მას „ბინთეფელერ“-ს ეძახიან. ქალაქის ჩრდილოეთით ბინთეფელერზე მდებარე გორასამარხები დღესაც შორის ჩანს, როგორც ანტიკური პერიოდში. ამ ტერიტორიაზე მხოლოდ დიდებულებისა და სახელმწიფო მოღვაწეების დაკრძალვა შეიძლებოდა. საფლავის ზომა და სიმაღლე კეთდებოდა დაკრძალული ადამიანის მნიშვნელობის პირდაპირპროპორციულად. ამიტომ, ფიქრობენ, რომ აქ ყველაზე დიდი საფლავი მეფე ალიატესს ეკუთვნის. მეფე ალიატეს გორასამარხი, რომელმაც ლიდიაში პირველი ოქროს და ვერცხლის ნარევი ელექტრუმის მონეტები მოჭრა და უდიდესი როლი შეასრულა სამეფოს გამდიდრებაში, ყველაზე დიდია მსოფლიოში.

სამარხი ოთახი მოთავსებულია გორასამარხის ცენტრიდან მოშორებით, რომ მძარცველებს იქამდე ვერ მიეღწიათ. ამასთან, გათხრების შედეგად ირკვევა, რომ რომაულ პერიოდში საფლავის მძარცველებმა გვირაბები გათხარეს და სამარხი ისე გაძარცვეს. გაძარცვულია სხვა გორასამარხებიც. იშვიათი არტეფაქტები კონტრაბანდულად მიჰქონდათ საზღვარგარეთ და ანტიკვარიატის მოყვარულებზე ჰყიდნენ. დღეს ლიდიის ან ქარუნის საგანძურის სახელით ცნობილი ეს საგანძური შედგებოდა ბრინჯაოს, ვერცხლისა და შესანიშნავი ოსტატობით შესრულებული დიდი რაოდენობით ოქროს სამკაულებისა და სამზარეულოს ნივთებისგან. ნიუ – იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში დიდი ხნის განმავლობაში გამოფენილი ეს განძი, გატაცებიდან 30 წლის შემდეგ, იურიდიული ბრძოლის შემდეგ თურქეთს დაუბრუნდა.

ანატოლია არის ტერიტორია, სადაც ათასობით წლის განმავლობაში სხვადასხვა კულტურა ჩამოყალიბდა. ანატოლია არქაული პერიოდიდან ცნობილია როგორც "ღმერთების ქვეყანა". მიუხედავად იმისა, რომ მონოთეისტური რელიგიები აქ არ დაბადებულან, ანატოლიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მათ გავრცელებაში. იუდაიზმის მსოფლიოში მესამე მნიშვნელოვანი სალოცავი ამ უძველეს ქალაქში მდებარეობს. სარდისის სინაგოგა ევროპისა და თურქეთის პირველი სინაგოგაა. ასევე სეფერადის სინაგოგის სახელითაც ცნობილი სინაგოგა იყო ყველაზე დიდი და ერთადერთი ანატოლიაში და იქ ათას ადამიანს შეეძლო ლოცვას დასწრებოდა. ეს მონუმენტური შენობა რამდენჯერმე იქნა რესტავრირებული, მაგრამ, სამწუხაროდ, იგი სკმარისად ცნობილი არ არის.

ანტიკური ქალაქი სარდისი ქრისტიანებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც ქრისტიანთათვის ძალიან მნიშვნელოვანი ანატოლიის პირველი შვიდი ეკლესიიდან ერთ-ერთი აქ არის აგებული. ბიზანტიის პერიოდში იგი გახდა საეპისკოპოსო ცენტრი.



მსგავსი ინფორმაციები