“მასწავლებელმა“ 5 ჯილდო მიიღო

მუსლიმ შაჰინი საუკეთესო რეჟისორადაც იქნა დასახელებული

1616396
“მასწავლებელმა“ 5 ჯილდო მიიღო

თურქი რეჟისორის, მუსლიმ შაჰინის ფილმმა სახელწოდებით “Muallim/მუალლიმ" (მასწავლებელი), აშშ-ის Golden Picture-სის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ერთდროულად 5 ჯილდო მიიღო, მათ შორის საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო რეჟისორისა. ეს ფილმი ეხება ალის-სოფლის მასწავლებელს, რომელიც უპირისპირდება საკუთარ ღირებულებებს ანატოლიაში, სადაც იგი ბრუნდება მე-20 საუკუნის დასაწყისში, საფრანგეთში საინჟინრო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ. ფილმის პროდიუსერმა ჰალიტ არაბაჩიმ თქვა, რომ ისინი ძალიან ბედნიერები არიან იმ წარმატებით, რაც მათ მიაღწიეს Golden Picture-სის პირველ საერთაშორისო ფესტივალზე. რეჟისორმა მუსლიმ შაჰინმა კი თქვა:  ”თურქეთის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე თუ კულტურაზე, დიდ გავლენას ახდენს სტრუქტურული პოლარიზაციის საკითხი, რომელიც მრავალი პრობლემის წყაროდ გადაიქცა და სწორედ მის წინააღმდეგ გამოდის ევროპაში განათლება მიღებული ანატოლიელი მუსლიმანი პედაგოგი. ეს ჩვენი პირველი მონაწილეობა იყო საერთაშორისო კინოფესტივალზე და ერთდროულად 5 ჯილდოს მიღებამ ძალზედ გაგვახარა და სტიმული მოგვცა სხვა წარმატებებისთვის.“



მსგავსი ინფორმაციები