ბაიდენების ძაღლი ადამიანების კბენას განაგრძობს
ორშაბათს მან მეორე კაცს უკბინა
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ძაღლმა სახელწოდებით Major-მა, თეთრ სახლში კიდევ ერთ კაცს უკბინა. ეს ინციდენტი ორშაბათს, თეთრი სახლის ბაღის სამხრეთ ნაწილში მოხდა. ჯო ბაიდენის მეუღლის, ჯილ ბაიდენის პრესმდივანმა მაიკლ ლაროზამ თქვა, რომ Major-მა ეროვნული პარკის სამსახურის თანამშრომელს უკბინა და დაკბენილი პირი, თეთრი სახლის ჯანმრთელობის განყოფილებაში (WHMU) გამოკვლევისთვის გადაიყვანეს, რის დასრულების შემდეგ მან მუშაობა გააგრძელა. ეროვნული პარკის სამსახურს კი ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით რაიმე განცხადება არ გაუვრცელებია. 3 წლის გერმანულ ნაგაზს ბაიდენის წყვილი 2018 წლიდან პატრონობს. ძაღლმა ამ თვის დასაწყისში ერთ კაცს უკბინა, რის კვალდაკვალ იგი დეივერის შტატის ქალაქ ვილმინგტონში მდებარე ბაიდენის წყვილის სახლში გააგზავნეს და 2 კვირიანი ტრენინგის შემდეგ, Major-ი კვლა თეთრ სახლში დააბრუნეს