პრინცესა დაიანას წერილები 67 ათას 900 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა
პრინცესა დაიანას წერილები 67 ათას 900 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა
1604698
24 წლის მანძილზე დაცული უელსის პრინცესა დაიანას წერილები აუქციონზე გაიყიდა.
ხელნაწერი წერილები, რომლებშიც დაიანა დედოფალ ელიზაბედს „ბოსს“ უწოდებს, 67 ათას 900 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.
კოლექცია შედგება 36 წერილისგან, რომლებიც ლეიდი დიმ ოჯახის მეგობარს, როჯერ ბრამბლეს 1990-1997 წლებში მისწერა.
დაიანა ამ მიმოწერაში პრინც ჩარლზთან განქორწინების პროცესს, 1993 წელში თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ შექმნილ პრობლემებზე საუბრობს.
აუქციონიდან მიღებული შემოსავალი გადაეცემა ინგლისის ბალეტისა და ახალგაზრდა მუსიკოსების ეროვნული სინფონიური ორკესტრის მსგავს ორგანიზაციებს, რომლებსაც მხარს უჭერდნენ დაიანა და ბრამბლე.