იცით თუ არა, რომ 11/2021

იცით თუ არა, რომ იუნესკომ 2021 წელი „იუნუს ემრეს წლად“ გამოაცხადა?

1602339
იცით თუ არა, რომ 11/2021

იცით თუ არა, რომ 11/2021

იცით თუ არა, რომ იუნესკომ 2021 წელი „იუნუს ემრეს წლად“ გამოაცხადა?

იუნესკოს, საზოგადოებებს შორის მშვიდობის, ურთიერთგაგების და დაახლოების ხელშესაწყობად წევრი ქვეყნების უნივერსალური მნიშვნელობის მქონე პირები და ისტორიული მოვლენები ხსოვნისა და სადღესასწაულო აღნიშვნების ფარგლებში შეჰყავს. იუნესკომ ამის გამო 2021 წლის ხსოვნისა და სადღესასწაულო აღნიშვნის ფარგლებში იუნუს ემრეს გარდაცვალებიდან 700 წლისთავი მთელს მსოფლიოში „იუნუს ემრეს წლად“ გამოაცხადა. იუნუს ემრეს დაბადების 750 წლისთავიც 1991 წელში იუნესკომ საიუბილეო თარიღებს შორის შეიტანა.

იუნუს ემრე თავისი ლექსებით ადამიანისა და ბუნების სიყვარულს, ტოლერანტობის, ძმობის და მშვიდობის მცნებებს ყველაზე სუფთა თურქულით აღწერდა და ენის, რელიგიის, რასის განურჩევლად მთელს კაცობრიობას მიმართავდა. პრინცით „შეხედე ერთი თვალით სამოცდათორმეტ ერს“ და უნივერსალურ ადამიანურ ფასეულობებზე აგებული ფილოსოფიით მან თავისი წვლილი შეიტანა მსოფლიოს ჰუმანიზში, ადამიანები საერთო ფასეულობების გარშემო გააერთიანა და ეპოქის მიღმა პოეტი გახდა.

იუნუს ემრეს ლექსები მუდმივად იპყრობდა უცხოელი ხელოვანების ყურადღებას. მის ლექსზე 'Haktan Gelen Şerbeti' გრემის მფლობელმა კრისტოფერ ტინმა 2013 წელში სიმღერა შექმნა, რომელიც პრეზიდენტის სინფონიურმა ორკესტრმა და ამერიკის ჯონათან გრიფიტის გუნდმა თურქულ ენაზე ერთობლივად შეასრულა.


საკვანძო სიტყვები: #იუნუს ემრე , #იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები