„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 01

„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 01

1593843
„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 01

„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 01-2021

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ოდესმე თუ გსმენიათ ანატოლიის ხმა? ხმა, რომელიც ათასობით წელია არ გაჩუმებულა? ხმა, რომელიც ჩურჩულებს მის სიბრძნეს, მოგვითხრობს თავის ლეგენდებს და ამბებს, რომლის მოწმეც ათასობით წლის განმავლობაში იყო?

ეს იქნება იავნანა და მას ბავშვს უმღერებენ, თუ ეს იქნება გოდება, ტუჩებიდან დაღვრილი დაღუპული ადამიანისთვის... ეს იქნება ხალხური სიმღერა, მანი, გამოცანა, ეპოსი! ანატოლია დაუღალავად აწვდის ხმას მათ, ვისაც მისი მოსმენა სურს... ზოგჯერ ის მოთმინებით ელოდება ათასობით წლის წინანდელი საიდუმლოს აღმოჩენას, ზოგჯერ ეს საიდუმლოება პირდაპირ ჩანს, ის უპრეტენზიოა და მას სურს, რომ დაინტერესებულებმა ის შეამჩნიონ. ზოგჯერ მდუმარეა, ყურადღებას არ მიაქცევთ; ზოგჯერ კი ის ხმაურიანია, რომც მოინდომოთ მის იგნორირებას ვერ მოახერხებთ, ის მთელი თავისი დიდებულებით თქვენს წინაშეა! ის ანატოლიაა!

ჩვენ გვინდა მოგითხროთ მრავალი ცივილიზაციის შესახებ, რომლებიც ანატოლიაში არსებობდნენ უძველესი დროიდან. გვსურს გაგაცნოთ ეს უნიკალური ტერიტორია ასობით უძველეს დასახლებულ პუნქტთან, ათასობით ბორცვთან, ათიათასობით ძეგლთან, აღმოჩენებთან ერთად, რომლებაც ისტორია შეცვალეს.

თალესი, ჰეროდოტე, გალენა, სტრაბონი, ჰომეროსი, ჰიპოდამოსი, დიოგენი… ადრე გსმენიათ ამ ხალხის სახელები? როგორ ფიქრობთ, რომელი მათგანი დაიბადა ან ცხოვრობდა ანატოლიის ტერიტორიაზე? ყველა! თალესი, პირველი საუკუნის ერთ-ერთი პირველი ბრძენთაგანი, ისტორიის მამად ცნობილი ჰეროდოტე, გალენა, ერთ-ერთი პირველი ექიმი, სტრაბონი, გეოგრაფიის პირველი მეცნიერი, პოეტი ჰომეროსი, რომელმაც დასავლური ლიტერატურის პირველი უდიდესი ნაწარმოები შექმნა, ჰიპოდამოსი, რომელმაც პირველად გამოიყენა ბადისებური ქალაქის გეგმა, ანტიკურური პერიოდის ერთ – ერთი ყველაზე საინტერესო ფილოსოფოსი დიოგენე და მრავალი სხვა. თითქმის ყველამ იცის ცნობილი რომაელი ჯარისკაცი და პოლიტიკური ლიდერი იულიუს კეისარი და მისი ცნობილი გამოთქმა "Veni, vidi, vici", ანუ "მოვედი, ვნახე, დავამარცხე". მაგრამ უმეტესობამ არ იცის, რომ მან ეს სიტყვები თქვა ანატოლიის ჩრდილოეთით მდებარე  თოქათის რაიონ ზილეში.

გობექლი თეფე, დღემდე ამოუხსნელი, მსოფლიოს და კაცობრიობის ცნობილი ისტორიის უძველელი რიტუალის ან თავშეყრის ადგილი „ნულოვანი წერტილი“ ამ ტერიტორიაზეა. აქ დაიდო მსოფლიოში პირველი სამშვიდობო, კადეშის ხელშეკრულება. ანატოლია ის ადგილია, სადაც ისტორიაში პირველად ჩატარდა მოსახლეობის აღწერა. აქ არის ძველი სამყაროს შვიდი საოცრებიდან ორი. ომების, მშვიდობის, ვაჭრობისა და კულტურის წყალობით, იგი აერთიანებს აღმოსავლეთს და დასავლეთს... აი ასეთ ტერიტორიაზე იქმნება ისტორია...

იმისათვის, რომ კაცობრიობა განვითარდეს, კულტურა სხვა თაობებს უნდა გადაეცეს და განვითარდეს. თუ გსურთ თვალყური ადევნოთ კაცობრიობის კულტურულ განვითარებას უწყვეტად ნეოლითის ხანიდან დღემდე, ერთადერთი ადგილი, რომლის ნახვაც დაგჭირდებათ, ეს ანატოლიაა!

ანატოლიის ერთ-ერთ უძველეს ცივილიზაციას ხურიტებს თავიანთი დედა ქალღმერთის ანატის სახელი დაურქმევიათ იმ მიწისთვის, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, ანუ ანატოლია დაურქმევიათ. ისტორიის მკვლევარს ჰეროდოტს, გეოგრაფ სწავლულ სტრაბონს და პოეტ ჰომეროსს ანატოლია განნუსაზღვრავთ როგორც მცირე აზია. ძველ ბერძნულში "ანატოლია" მომდინარეობს სიტყვიდან, რომელიც მზის ამოსვლას ნიშნავს. მათ სიტყვა "ანატოლია" გამოუყენებიათ როგორც "ცისკრის ქვეყნის" ან "ეგეოსის აღმოსავლეთის" აღსანიშნავად.

ანატოლია არის ტერიტორია, სადაც ის ცივილიზაციები ცხოვრობდნენ, რომელმაც დამწერლობა აღმოაჩინა და პირველი ისტორიული ჩანაწერი გააკეთა, რომელმაც დაწერა მსოფლიოში პირველი ეპიკური ლეგენდა, რომელმაც დაწერა გილგამეშის ეპოსი, რომელმაც გააკეთა პირველი კალენდარი მთვარის წელზე დაყრდნობით, რომელმაც გამოიგონა აბაკუსი, კომპიუტერის წინაპარი და იპოვა პი – ს უახლოესი მნიშვნელობა, რომელსაც ბუნებაში ყველაფერი უკავშირდება. ეს მიწები მოწმე გახდა ისტორიაში ცნობილი პირველი დაწერილი კანონების, პირველი ორგანიზებული სახელმწიფო სტრუქტურის, პირველი დემოკრატიული კავშირის. ამ მიწებზე აშენდა მსოფლიოში პირველი კაშხალი, რომელიც დღესაც მუშაობს, მესოპოტამიის პირველი სარწყავი არხი და ანატოლიის პირველი საავადმყოფო. ანატოლიაში მცხოვრებმა ამ ცივილიზაციებმა საფუძველი ჩაუყარეს ფილოსოფიას, ლიტერატურას, ასტრონომიას, მათემატიკას, მედიცინას და საინჟინრო მეცნიერებებს. მრავალი ბრძენი, ფილოსოფოსი, სარდალი ამ მიწაზე ცხოვრობდა. ბევრი მხატვარი, რომელთა სახელი უცნობია, მრავალი ხელოვნების ნიმუში დატოვა.

ანატოლია ჩუმი მოწმეა ისტორიისა, მაგრამ სამუდამო კვალი დატოვა მასში... აქ მოხდა ნახტომი მეცნიერებაში, მედიცინაში, ლიტერატურაში, კულტურასა და ხელოვნებაში. ამ ტერიტორიაზე საფუძველი ჩაეყარა სამეცნიერო აზროვნებას, რადგან მატერიის ყველაზე პატარა ნაწილს აქ ეწოდა "ატომი", რაც ნიშნავს "აღარ იყოფა"

ამ გადაცემაში თქვენ მოწმენი გახდებით მსოფლიოში მოჭრილი პირველი ფულის, მსოფლიოში პირველი სადაზღვევო სისტემის, პირველი ბორბლის, ანტიკური პერიოდის პირველი საგზაო ქსელის და სხვა ... ანატოლიაში წარსულის ნაკვალევს გაჰყვებით და დროში მოგზაურობით ისტორიის თვითმხილველი გახდებით, ისტორიას შეესწრებით დროში მოგზაურობით.



მსგავსი ინფორმაციები