იცით თუ არა, რომ 3/2021
„ანატოლიის არომატები“

„ანატოლიის არომატები“
იცით თუ არა, რომ თურქული სამზარეულოს 150 ათასზე მეტი კერძის რეცეპტის ნახვა შეგიძლიათ ცხრა სხვადასხვა ენაზე?
ბანუ ათაბაი, რომელიც 25 წელიწადია მთელს თურქეთში მოგზაურობს და მსოფლიოს უდიდესი და უმდიდრესი სამზარეულოებიდან, თურქულ სამზარეულოს იკვლევს, ინტერვიუებს კერძების კვლევაზე, სტატიებსა და რეცეპტებს ანთავსებს ინტერნეტ საიტზე "lezzetler.com". იგი გამოკვლეულ ადგილობრივ და ზოგად რეცეპტებს ჯერ თავად სცდის, თუ მიზანშეწონილად მიიჩნევს, ძალიან მარტივი აღწერით მას მთლანად საკუთარი ძალისხმევით მომზადებულ ინტერნეტ საიტზე აქვეყენბს, სადაც უკვე 150 ათასზე მეტი კერძის რეცეპტი აქვს მოცემული. რეცეპტების ნახვა შესაძლებელია სხვადასხვა ენებზე, როგორიცაა აზერბაიჯანული, ინგლისური, არაბული, გერმანული, რუსული, იტალიური, ესპანური და ფრანგული. ამგვარად, მთელს მსოფლიოში ადამიანებს შეუძლიათ უკეთ გაეცნონ თურქული კვების კულტურას და დააგემოვნონ ეს უგემრიელესი კერძები საკუთარ სუფრებზე.