TRT-ს გენერალური დირექტორი აზიისა და წყნარი ოკეანის სამაუწყებლო კავშირის პრეზიდენტი გახდა

TRT-ს გენერალური დირექტორი აზიისა და წყნარი ოკეანის სამაუწყებლო კავშირის პრეზიდენტი გახდა

1546680
TRT-ს გენერალური დირექტორი აზიისა და წყნარი ოკეანის სამაუწყებლო კავშირის პრეზიდენტი გახდა

აზიისა და წყნარი ოკეანის სამაუწყებლო კავშირის (ABU) 57-ე გენერალურ ასამბლეაზე ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, თურქეთის ტელე-რადიომაუწყებლობის (TRT) მმართველი საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი, იბრაჰიმ ერენი, ერთხმად იქნა არჩეული ABU-ს პრეზიდენტად.

აზიისა და წყნარი ოკეანის სამაუწყებლო კავშირის 57-ე გენერალური ასამბლეა და მასთან დაკავშირებული შეხვედრები, რომელიც დაგეგმილი იყო ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში, წელს ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) ეპიდემიის გამო ონლაინ პლატფორმაში ჩატარდა.

იბრაჰიმ ერენი, მსოფლიოს 72 ქვეყნიდან 271 წევრით მსოფლიოს ყველაზე დიდი სამაუწყებლო ასოციაცია ABU-ს პრეზიდენტად არჩეული პირველი თურქია. ერენი ABU-ს პრეზიდენტის მოვალეობას 2023 წლის 31 დეკემბრამდე შეასრულებს.

იბრაჰიმ ერენის ABU- ს პრეზიდენტად არჩევაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მისი გენერალური დირექტორობის პერიოდში TRT-ს მზარდმა წარმატებამ, საერთაშორისო ღონისძიებებმა და სხვადასხვა ენაზე ეფექტურმა მაუწყებლობამ.

ABU-ს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ იბრაჰიმ ერენმა განაცხადა, რომ მსოფლიოს უდიდესი სამაუწყებლო კავშირის პრეზიდენტად ასეთი მტკიცე მხარდაჭერით არჩევა საამაყოა და დაამატა: "ეს წარმატება გამომდინარეობს ჩვენი ქვეყნის სიძლიერიდან და საერთაშორისო ასპარეზზე და TRT-ს გავლენიდან. მადლობას ვუხდი ABU-ს ყველა წევრს და კოლეგებს.“



მსგავსი ინფორმაციები