პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო TRT World Forum 2020-ში

პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო TRT World Forum 2020-ში

1537569
პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო TRT World Forum 2020-ში

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვიდეო გზავნილით მიიღო მონაწილეობა TRT World Forum 2020-ში, რომელიც დღეს დაიწყო სათაურით "პანდემიის შემდგომ მსოფლიოში საერთაშორისო წესრიგი და ცვალებადი დინამიკები.“

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისევე როგორც სხვა ყველაფერი, ტექნოლოგიაც არსებობს ადამიანის ცხოვრების გასაადვილებლად და დაამატა: "თუმცა, როდესაც ეს იქნება აღქმული როგორც უკონტროლო, თვითნებობისთვის ღია, კანონის გარეთ სივრცედ, ადგილი, სადაც ციფრული განვითარება მიგვიყვანს, იქნება ფაშიზმი. ამიტომ, ციფრულმა განვითარებამ, თავისუფალი სივრცის გაფართოებასთან ერთად, არ უნდა გამოიწვიოს ახალი უსამართლობა და ახალი მარგინალიზაცია."

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ წესრიგის, სადაც ბოროტების ჩამდენი, დამნაშავე არ ისჯება, სახელი, თავისუფლება ვერ იქნება და დასძინა: "სახელმწიფოების მიერ მოქალაქეების დასაცავად გადადგმული კარგი განზრახვის ნაბიჯების თავისუფლებაში ჩარევის „ფრჩხილებში ჩასმას“ და ხელის შეშლას ცდილობენ. თუ ისინი ნებაყოფლობით არ შეუწყობენ ხელს, ჩვენს კეთილ განზრახვის მცდელობებს თურქეთი ყველა ვითარებაში მისი მოქალაქეების უფლებების დაცვას გააგრძელებს."

მისივე თქმით, საერთაშორისო მედია ევროპაში განვითარებულ მოვლენების მიმართ „სამი მაიმუნის პოზიციაშია“ და საფრანგეთის მიერ მედიის ბლოკადის წინააღმდეგ ერთი კრიტიკული წინადადებაც კი არ უთქვამს.

”ნამდვილად სამარცხვინოა, რომ მედიასაშუალებები არიან ისლამოფობიისა და ქსენოფობიის მებაირახტრეები. თუ პრესის თავისუფლების საფარქვეშ გამოვლენილი უხეში დამოკიდებულება არ შეჩერდება, ამის საფასურის ევროპასთან ერთად მთელი კაცობრიობა გადაიხდის.”

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ დღეს, როდესაც საერთაშორისო მედია ერთფეროვანია, TRT World არის სამართლიანობის ხმა უსამართლობის წინააღმდეგ.

 


საკვანძო სიტყვები: #TRT World Forum , #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები