იბრაჰიმ ერენი სიტყვით გამოვიდა TRT World Forum-ის გახსნის ცერემონიაზე

იბრაჰიმ ერენი სიტყვით გამოვიდა TRT World Forum-ის გახსნის ცერემონიაზე

1537714
იბრაჰიმ ერენი სიტყვით გამოვიდა TRT World Forum-ის გახსნის ცერემონიაზე

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის (TRT) მმართველი საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი იბრაჰიმ ერენი „პანდემიის შემდგომ მსოფლიოში საერთაშორისო წესრიგი და ცვალებადი დინამიკების“ სახელწოდების რიგით მეოთხე TRT World Forum-ის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა. ფორუმი, 1-2 დეკემბერს ახალი ტიპის კორონავირუსი გამო  ინტერნეტ სივრცეში ჩატარდება.

ერენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფორუმის მიზანია ჭეშმარიტად გლობალური პლატფორმის შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, საზოგადოებების ლიდერებს, პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს განიხილონ დღევანდელი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები ყველა კუთხით.

მისივე თქმით, TRT World Forum-ის პირველივე დღიდან ისინი დიდ ძალისხმევას ეწევიან იმის ხაზგასასმელად, რომ ”ისინი როგორც გლობალური საზოგადოების წევრები ერთ გემზე იმყოფებიან”.

"ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ ზოგიერთი ხმა სხვებთან შედარებით უფრო ადვილად ისმინება. ამიტომ ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ის ხმა გაგვეგონებინა სხვებისთვის, რომლებიც ყველა საკითხში წლებია იგნორირებულია და არ ისმის. ჩვენ დაბალი ხმების ხმა გავხდით... TRT-ს დევიზია იყოს უხმოთა ხმა. ამისთვის შევქმენით TRT World Forum.“-აღნიშნა ერენმა.

ერენმა, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თაოსნობით მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ფორუმში.



მსგავსი ინფორმაციები