TRT-ს გენერალურმა დირექტორმა TRT World Forum 2020-ზე ისაუბრა

TRT-ს გენერალურმა დირექტორმა TRT World Forum 2020-ზე ისაუბრა

1535459
TRT-ს გენერალურმა დირექტორმა TRT World Forum 2020-ზე ისაუბრა

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის ორგანიზაციის TRT-ს მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა იბრაიმ ერენმა განაცხადა, რომ წელს TRT World Forum ჩატარდება 1-2 დეკემბერს სახელწოდებით „პანდემიის შემდგომ მსოფლიოში საერთაშორისო წესრიგი და ცვლილებების დინამიკა“ და მათი მიზანია იგი გადააქციონ საერთაშორისო სადისკუსიო პლატფორმად, სადაც განხილული იქნება გლობალური პრობლემების გადაჭრის გზები.

ერენმა აღნიშნა, რომ TRT World Forum 2020 ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) გამო ინტერნეტ სივრცეში გაიმართება და დაამატა:

”როგორც ყოველთვის, ჩვენ მიზნად გვაქვს წელსაც ვიკამათოთ მსოფლიო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე. ჩვენს მთავარ თემებს შორისის იქნება ”მაუწყებლობისა და მედიის როლი პანდემიის პერიოდში”, ”ჯანდაცვის გლობალური პრობლემების ერთობლივი გადაჭრა”, ” ბიზნესისა და განათლების სექტორის მომავალი” და ”ჰუმანიტარული დახმარება” ამ პერიოდში. ეს არის მთავარი თემები, რომელსაც განვიხილავთ ფორუმზე.“

TRT–ს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მათი მიზნები უაღრესად მკაფიოა და შეეხო თურქეთის რეგიონის თაოსნობით მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე ძიების პროცესს.

მისივე თქმით, ისინი ასევე მიზნად ისახავდნენ ამ ფორუმის საშუალებით მონაწილეობა მიიღონ ამ ძიებაში, მსოფლიოს გააცნონ მომხდარი და შექმნან საძირკველი, სადაც შესაძლებელი იქნება განსხვავებული იდეების განხილვა.

"ყველას, ვინც საიტზე დარეგისტრირდება, ექნება წვდომა როგორც ღია სესიებზე, ასევე პარალელურ სესიებზე და ვირტუალურ ფოიეში. ამავდროულად, ჩვენი ღია სესიებისთვის თვალყურის დევნება შესაძლებელი იქნება ჩვენი სოციალური ქსელებით. TRT World Forum, რომელსაც შარშან 2 ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, წელს ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება და უფრო მეტ მონაწილეს ველოდებით“-  თქვა იბრაიმ ერენმა.

გენერალურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ დღეს TRT თავისი ინსტრუმენტებითა და ხედვით გლობალური მასშტაბის ბრენდად იქცა, მათი პროექტებითა და ცნობიერების ამაღლების კამპანიებით, როგორც თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, მედია საშუალებებით საზოგადოებისთვის საინტერესო მთავარ საკითხებზე ყურადღების მიპყრობას და საზოგადოების გაძლიერებას მნიშვნელოვან პასუხისმგებლობად მიიჩნევენ.

იბრაჰიმ ერენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ასევე მნიშვნელობას ანიჭებენ TRT–ს არსებობის საერთაშორისო პლატფორმებზე კაცობრიობის, მშვიდობის, კეთილდღეობისა და სამართლიანობის მსახურებით გაგრძელებას.



მსგავსი ინფორმაციები