2020 წლის TRT World-ის ფორუმი 1-2 დეკემბერს გაიმართება

2020 წლის TRT World-ის ფორუმი 1-2 დეკემბერს გაიმართება

1534700
2020 წლის TRT World-ის ფორუმი 1-2 დეკემბერს გაიმართება

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT-ს ინგლისურენოვანი სამაუწყებლო არხის და ინტერნეტ გვერდის 2020 წლის TRT World-ის ფორუმი, 1-2 დეკემბერს გაიმართება. ფორუმი სახელწოდებით „პანდემიის შემდეგ საერთაშორისო წესრიგი და დინამიკის შეცვლა მსოფლიოში“ თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის გენერალური დირექტორის, იბრაჰიმ ერენის სიტყვით გამოსვლით დაიწყება.

ფორუმზე დამსწრე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, სპეციალისტები და მეცნიერები კოვიდ-19-ის შემდგომ მსოფლიოს მოსალოდნელ ცვლილებებს შეაფასებენ. პროგრამა მოიცავს 8 პანელურ დისკუსიას, 8 მრგვალ მაგიდის შეხვედრას და 4 ინტერვიუს.

ფორუმის ფარგლებში ასევე ევროპის, აზიისა და აფრიკის სამაუწყებლო კავშირის ხელმძღვანელებთან ღია დისკუასია სახელწოდებით „მაუწყებლობისა და მედიის როლი პანდემიის პერიოდში“ გაიმართება.  

ფორუმის ფარგლებში ასევე განხილულ იქნება აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის საკითხიც.

TRT World-ის ფორმუმს დაესწრება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში პოლიტიკის დაგეგმვის განყოფილების დირექტორი, პიტერ ბერკოვიცი, გაერო-ს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორი აჰიმ შტაინერი, თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი, მსოფლიოში ცნობილი ქირურგი პროფესორი, მეჰმედ ოზი და სხვა მრავალი ცნობილი პიროვნება.


საკვანძო სიტყვები: #2020 წლის TRT World-ის ფორუმი

მსგავსი ინფორმაციები