წყალი და კაცობრიობა 13/2020

ანტიკური წყაროები და შადრევნები

1534124
წყალი და კაცობრიობა 13/2020

წყალი და კაცობრიობა 13/2020

ანტიკური წყაროები და შადრევნები

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

 

უცნობია, არსებობს თუ არა რაიმე სხვა ისეთი სტრუქტურა, როგორც წყაროებია, იმ სტრუქტურებს შორის, რომლებიც ქალაქის იდენტურობას განსაზღვრავს... წყაროები გამოირჩევიან ფუნქციონალური და მხატვრული განზომილებებით... მიუხედავად იმისა, რომ ათასობით წლის განმავლობაში ანატოლიაში დასახლებულმა ცივილიზაციებმა დატოვეს მნიშვნელოვანი და უნიკალური ნამუშევრები მრავალი ნაგებობის სახით, წყაროების ადგილი განსაკუთრებულია. წყაროების გამოირჩევა ასობით განსხვავებული მაგალითებით სხვადასხვა ცივილიზაციიდან და პერიოდებიდან... ეს გეოგრაფია თითქმის სამოთხეა მათთვის, ვინც წყაროებით არის დაინტერესებული!

 

ფუნქციონირება უნდა იყოს წინა პლანზე თუ ესთეტიკური მხარე? ალბათ ეს არის ერთ – ერთი ყველაზე განხილვადი თემა დღეს არქიტექტურისა და დიზაინის სამყაროში! არ ინერვიულოთ, ამ ღრმა და მრავალგანზომილებიან საკითხს ამ პროგრამაში არ განვიხილავთ... ჩვენ უბრალოდ გვინდოდა ყურადღების მიპყრობა წყაროების თემაზე ორი ძირითადი მიდგომისთვის... რადგან დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ამ ორ მიდგომაზე აგებულ წყლის სტრუქტურებსა და წყაროებზე... შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი წყაროები, რომლებიც ანატოლიაში ხეთების და ურარტუს პერიოდში არსებოდა, ძალზე მარტივია და ამიტომ ფუნქციონალური იყო. მხოლოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ „ეფლათუნფინარის წყარო“ ზემოთ აღნიშნულში არ შედის. რადგანაც ის არის "მემორიალური წყარო", რომელიც აშენებულია როგორც ფუნქციონალური, ასევე მხატვრული თვალსაზრისით! დასავლეთ ანატოლიის პირველ ელინისტურ ქალაქებში, რომლებმაც ადგილი დაიკავეს ისტორიულ ასპარეზზე ხეთური და ურარტუს ცივილიზაციების შემდეგ, ჩვენ ვხედავთ შადრევნებს, რომლებიც ამშვენებს ქალაქის მოედნებს. ეს წყაროები არის ძალიან მარტივი, შორს არის მხატვრული მიდგომისგან და წინა პლანზე დგას მისი ფუნქციონალურობა. რადგან ელინელები წყაროების აგებისას სამუშაოს დიდ ნაწილს ბუნებას ანდობდნენ და მხოლოდ მცირედი შეხებით უწყობდნენ მას ხელს; ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ტიპის შენობა, რომელიც მათ ააშენეს... მაგალითად, წყაროს მშენებლობისას ისინი ჭრიდნენ კლდეს, ასწორებდნენ მის ზედაპირს და უბრალოდ ხსნიდნენ ადგილს, სადაც წყალი მოედინებოდა. ყველაზე დიდი დამატება, რაც ამ წყაროებში შეგვიძლია ვნახოთ, სვეტები იყო. ზოგიერთ წყაროს სვეტები ემატებოდა არა საჩვენებლად, არამედ იმიტომ, რომ ფუნქციონირებადი იყო. ეს სვეტები შენდებოდა წყლის სისუფთავის შესანარჩუნებლად და წყლის ასაღებად მოსული ადამიანისთვის ჩრდილის შესაქმნელად.

 

წყაროები ქალაქებში, მათ შორის მილეტში ანუ აიდინში, საზოგადოებრივი საკუთრება იყო და მასზე პასუხისმგებელი სახელმწიფო მოხელეები იყვნენ. ეს გვაჩვენებს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ადრეულ ელინისტურ ქალაქებში წყაროებს და, რა თქმა უნდა, წყალს. წყაროები განთავსებული იყო ქალაქის მოედნებზე, ქუჩებსა და წმინდა ადგილებში ანუ ადვილად მისადგომ წერტილებში. ადამიანები, რომლებსაც სახლებში წყალი არ ჰქონდათ, წყაროებიდან ავსებდნენ თავიანთ დოქებს და ამ გზით იკმაყოფილებდნენ სასმელი წყლის საჭიროებას.

 

რომაულ პერიოდში, ვხედავთ, რომ რომაელებმა ინჟინერიაში მოწინავე დონეს მიაღწიეს და შორიდან მოახერხეს წყლის მიტანა თავიანთ ქალაქებში წყალსადენებით. ქალაქები, სადაც წყლის დეფიციტი სრულდებოდა, იწყებოდა გარდაქმნა და აყვავება. ეს გარდაქმნა წყაროებსაც ეხებოდა. რადგან რომაელმა ინჟინრებმა დანერგეს სისტემა, რომელსაც შეეძლო წყლის წინ და ზემოთ გადასხმა... ამ შადრევნებმა და წყაროებმა თანდათან უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინეს. ქალაქის ცენტრის გარდა, მდიდარი და ძლიერი ადამიანების ბაღებშიც დაიწყეს მოზაიკით დაფარული მდიდრული შადრევნების გაკეთება.

ისეთ ქალაქებში, როგორიცაა სიდე, ასპენდოსი, პერგე, ეფესო, ბერგამა და მილეტი, სადაც რომაული გავლენა შეიმჩნევა, იწყება "მონუმენტური წყაროების" შექმნა. ეს მონუმენტური წყაროები და შადრევნები ცნობილია როგორც "ნიმფეუმი" (nymphaeum), რადგან ისინი ეძღვნებოდა ბერძნული მითოლოგიის ნიმფებს. მემორიალური შადრევნები, ჩვეულებრივ ორი ​​ან სამ სართულიანი იყო და აუზში მდებარეობდა. წინა ფასადები და აუზის შემოგარენი გაფორმებული იყო ღმერთის, ქალღმერთისა და იმპერატორის ქანდაკებებით. არხების საშუალებით ქალაქში შორეული წყაროებიდან მოტანილი წყალი გროვდებოდა ნიმფეუმის აუზში და იქიდან სხვა ადგილებში ნაწილდებოდა.

 

იმ პერიოდში შადრევნები თავიანთი ფორმებით გამოირჩეოდა ანუ მხატვრული განზომილება ფუნქციონალურობაზე წინ დადგა. ამასთან, შადრევნები განსხვავებულ როლსაც ასრულებდნენ; იქიდან გამომდინარე, რომ იგი ძირითადად ქალაქის მოედნებზე მდებარეობდა, ის სოციალურ ადგილად გადაიქცა, სადაც ხალხი ერთად თავს იყრიდა და დროს ატარებდა. უცნობია რა ხდიდა მათ ასე მიმზიდველს, სიგრილე, მათი ქანდაკებების დიდებულება თუ შადრევნებიდან ჩამოსხმული წყლის დამამშვიდებელი ეფექტი... ეს მონუმენტური შადრევნები თანდათანობით გახდა ქალაქის ყველაზე ხალხმრავალი ადგილი...

 

ეს შადრევნები გვხვდება ანატოლიის ყველა ქალაქში, სადაც რომის იმპერია ბატონობდა, მაგრამ ყველაზე ცნობილია ადრიანეს შადრევანი ეფესოში. მას რესტავრაცია ჩაუტარდა, აღადგინეს და აღდგენილი შადრევნის ორიგინალი ორსართულიანია. ადრიანეს შადრევანი შეგვახსენებს იმ პერიოდის პოლიტიკურ და არქიტექტურულ ძალას და ცხადყოფს, რომ მას დიდებისგან არაფერი დაუკარგავს. ჩვენ კი ის დაგვრჩენია, რომ ასეულობით წლის წინანდელი ამ ინჟინერიისა და არქიტექტურის საოცრების წინაშე პატივისცემით ქედი მოვიხაროთ.

 

ანატოლიაში მდებარე რომაული პერიოდის შადრევნებზე საუბრისას არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ქალაქი საგალასოსი.... რადგან გამოკვლევების შედეგად გაირკვა, რომ საგალასოსში მრავალი შადრევანი და ნიმფური სტილის მონუმენტური შადრევანია... ქალაქის გამოჩენილი ადამიანები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ შადრევნების აგებაში თავიანთი სიმდიდრის წარმოსაჩენად... მაგრამ ამ ძველ ქალაქში ისეთი შადრევანია, რომ იგი განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს... რატომ? ... იმიტომ, რომ მსოფლიოს უძველეს ქალაქებში დღეს მხოლოდ სამი შადრევანი, რომელიც დღესაც კი მუშაობს!... ორი მათგანი, ბურდურის რაიონ აღლასუნის უძველეს ქალაქ საგალასოსშია!... თითქმის სამი ათასი ქვის შერწყმით აღდგენილი ანტონინის შადრევანი სხვა შადრევნებზე წინ დგას თავისი ათას რვაას წლიანი ისტორიით... ეს შადრევანი ჩანჩქერით, აშენდა იმისთვის რომ ეჩვენებინა რომის იმპერიის ძალა და პრესტიჟი მსოფლიოსთვის. შადრევანის ასაგებად გამოყენებული იქნა იმპერიის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი სხვადასხვა ფერის ქვები და ძვირფასი აფიონის მარმარილო. ანტონინის შადრევანი იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად მდიდარი და ბრწყინვალეა უძველესი ქალაქი საგალასოსი. ამ შადრევნის შესახებ ასევე არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც, ვინც ამ შადრევნის წყალს დალევს გალამაზდება და შეუყვარდება! ანტონინის შადრევანს ყოველწლიურად ათასობით ვიზიტორი სტუმრობს!  გაგიზიარებთ ერთ ინფორმაციას შადრევნის წყლის შესახებ: ანტიკური ქალაქის გათხრებისას ჯგუფმა კირქვის ფენებში გამდინარე ძალიან სუფთა და ძალიან ცივი წყალი აღმოაჩინა, რომელიც ბელგიაში გააგზავნეს ანალიზისთვის. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ევროპაში ამ ხარისხისა და გემოს წყალი არ არის!

 

ანტიკური ქალაქი საგალასოსი 2009 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დროებით სიაში. ქალაქში შესაძლებელია ორიგინალური ქვებით მონუმენტური ნაგებობების ნახვა. საგალოსოსი, რომელიც ანტიკურ პერიოდში ყველაზე დიდხანს იყო კერამიკის წარმოების ცენტრი, არა მხოლოდ ანტონინის შადრევანით, არამედ სხვადასხვა ასპექტებითაც იმსახურებს აღმოჩენას.

 

მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ არის ცნობილი, ვინ ააშენა პირველი წყარო ქალაქების სასმელი წყლით მომარაგების მიზნით, მიღებულია, რომ იონიელები ლიდერები იყვნენ წყლის ქალაქებში ტრანსპორტირებაში. დღეს ჩვენ შევეცადეთ მოგვეთხრო ელინისტური და რომაული პერიოდებიდან შემორჩენილი ანატოლიის ყველაზე თვალსაჩინო წყარობისა და შადრევნების შესახებ. 



მსგავსი ინფორმაციები