იცით თუ არა, რომ? 47/2020

„ათათურქის სახელობის კაშხალი“

1528158
იცით თუ არა, რომ? 47/2020

 

„ათათურქის სახელობის კაშხალი“

იცით თუ არა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში, მდინარე ევფრატზე აგებული ათათურქის სახელობის კაშხალი უდიდესია თურქეთსა და ევროპაში?

ადიამანსა და შანლიურფას პროვინციებს შორის, მდინარე ევფრატზე ათათურქის სახელობის კაშხალის მშენებლობა 1983 წელს დაიწყო და ექსპლუატაციაში 1992 წელს შევიდა. ენერგო და სარწყავი მიზნებისათვის აშენებული კაშხალი 84,5 მილიონი კუბური მეტრი ქვისა და მიწის ავსების მოცულობით სიდიდით მეექვსეა მსოფლიოში. ჰიდროელექტროსადგური კი სიდიდით მსოფლიოში მეხუთეა; მას მარტო შეუძლია თურქეთში ჰიდროელექტროსადგურებში წარმოებული ენერგიის 20 პროცენტის წარმოება.

ამ გიგანტური კაშხლის კორპუსი, რომელიც მთლიანად თურქი მუშებისა და ინჟინრების ნამუშევარია, 80 თვეში დასრულდა. კაშხალის მშენებლობით წარმოქმნილი 817 კვადრატული კილომეტრის ხელოვნურ ტბაზე საერთაშორისო წყლის სპორტის ფესტივალები ტარდება და სპორტსმენები ასპარეზობენ ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა სკუბა, ცურვა და სხვა.  გარდა ამისა, ბორნებს ამუშავებენ სატრანსპორტო მიზნებისთვის. კაშხალის ტბა ასევე მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისთვის თევზაობის თვალსაზრისით.

 



მსგავსი ინფორმაციები