ერდოღანმა აზერბაიჯანს „სახელმწიფო დროშის დღე“ მიულოცა

ერდოღანმა აზერბაიჯანს „სახელმწიფო დროშის დღე“ მიულოცა

1524875
ერდოღანმა აზერბაიჯანს „სახელმწიფო დროშის დღე“ მიულოცა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სანამ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის დროშა არ აღიმართება თურქეთი, აზერბაიჯანის გვედრით დგომას გააგრძელებს. პრეზიდენტმა ამის შესახებ აზერბაიჯანისთვის „სახელმწიფო დროშის დღესთან“ დაკავშირებით გავრცელებულ მისალოც მესიჯში განაცხადა.

„მთელი გულით და სულით, ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის ბრძოლას მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების გასათავისუფლებლად დაწყებულ ოპერაციებს, რომელიც სომეხთა ოკუპაციის ქვეშ იმყოფება თითქმის 30 წლის განმავლობაში.  გაერო-ს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გადაწყვეტილებების მიუხედავად ძველი თურქული ქალაქის, შუშას ოკუპაციისგან განთავისუფლებასთან ერთად ჩვენი რწმენა და აბსოლუტური გამარჯვების იმედი ახლა კიდევ უფრო გაიზარდა. მთელ მთიან ყარაბაღში სანამ აზერბაიჯანის დროშა არ აღიმართება, თურქეთი გააგრძელებს აზერბაიჯანის გვერდით დგომას. ამ ფიქრებით ჩემ ძვირფას ძმას, ილჰამ ალიევს და მთელ აზერბაიჯანელ ხალხს ვულოცავ „სახელმწიფო დროშის დღეს“, ნათქვამია პრეზიდენტ ერდოღანის მისალოც მესიჯში.



მსგავსი ინფორმაციები