„კუთხე-კუნჭული“ 44/2020

მალაკნები თურქეთში

1517885
„კუთხე-კუნჭული“ 44/2020

„კუთხე-კუნჭული“ 44/2020

მალაკნები

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

 

მალაკნები, რუსეთის მეფის პეტრე პირველის წინააღმდეგ აჯანყებული რელიგიური უმცირესობაა, რომელიც შემდგომში ერთგვარ ქრისტიანულ სექტად იქცა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი „დუხობორების“ ნაირსახეობაა. მალაკნები ემიჯნებიან ეკლესიებს, არ ცნობენ ქრისტიანულ რიტუალებს, მარხვას, ხატების თაყვანისცემას. ლოცულობენ მხოლოდ სახლში და ბიბლიურ ტექსტებს გალობენ.ისინი ყოფილ საბჭოთა კავშირში სხვადასხვა რეგიონში იყვნენ გაბნეულნი. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ფიროსმანის დღეს ყველასათვის ცნობილი საცხოვრებელი კიბისქვეშა სარდაფი მალაკნების ქუჩა 29-ში იყო განთავსებული, დღეს ეს ქუჩა ფიროსმანის სახელს ატარებს. სწორედ ფიროსმანს ეკუთვნის ნამუშევარი სახელწოდებით „მალაკნების ქეიფი“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მალაკნები საქართველოში გავრცელებული ეთნიკური უმცირესობა იყო.

დღესაც ამიერკავკასიაში, უკრაინაში, რუსეთის ზოგიერთ რეგიონში და მათ შორის თურქეთშიც, ყარსის რეგიონში მალაკნების მცირე ჯგუფები სახლობს. დღევანდელ გადაცემაში სწორედ თურქეთელ მალაკნებზე ვისაუბრებთ.

მე-17-ე საუკუნის ბოლოსკენ პეტრე პირველმა ევროპისკენ „ფანჯარა გაჭრა“ და ამიტომაც რუს ხალხსაც ბევრი აკრძალვა დაუწესა. მისი ბრძანებით მამაკაცებს თმა უნდა შეემოკლებინათ და წვერი მოეპარსათ, ჩაცმის სტილიც ნელ-ნელა ევროპულ ყაიდაზე უნდა გადაერთოთ. თმა-წვერის სიწმინდის დამცველი მალაკნები, რა თქმა უნდა, ამ წესების დამორჩილებას არ აპირებდნენ, როცა კიდევ ერთ რუსულ ტრადიციულ ადათს შეეჩეხნენ. იმ პერიოდში ქრისტიან რუსებს კვირაში ორჯერ რძის სმის ერთგვარი სულიერების შემცველი რიტუალი ჰქონდათ. მალაკნები ამასაც წინ აღუდგნენ და რძის ყოველდღიური სმის რიტუალის დაწესება მოითხოვეს. რასაც მმართველი სისტემის მხრიდან მათი სურვილების მკაცრად ჩახშობა მოჰყვა.

1877-78 წლებში ოსმალო-რუსეთის ომში რუსეთის გამარჯვებას ყარსის ტერიტორიების იმპერიისთვის შეერთება მოჰყვა. დაახლოებით 40 წელიწადი რუსები ყარსში ერთპიროვნულად მმართველობდნენ. ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების, მათ შორის მალაკნების დასახლება სწორედ რუსების ყოფნის პერიოდში დაიწყო.მალაკნებმა ადგილობრივი მოსახლეობის ყოვედღიურ ცხოვრებაში ყველის ნაირსახეობის სახლის პირობებში წარმოება, წისქვილის მოხმარება, მებაღეობა და მეფუტკრეობა ჩართეს.

ყარსში და მას დაქვემდებარებულ სოფლებში მათ ადგილობრივ გლეხობას თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით უფრო მეტი მოსავლის მიღების შესაძლებლობა აჩვენეს და ახალ ტექნიკას შეაჩვიეს კიდეც. თუკი ადგილობრივები მიწის დამუშავებისას ხარის ძალას იყენებდნენ, მას მალაკნების ცხენები და მეტალის აღჭურვილობა ჩაენაცვლა, რამაც ადამიანისა და ცხოველის ჯაფა უფრო გააადვილა.  ამასთან ერთად მალაკნებმა გამოიყვანეს ძროხის შერეული ჯიშები, რომელთა რძე და მისგან მიღებული პროდუქტები მეტად  შემოსავლიანი გახდა. სწორედ აქედან წარმოიქმნა ყარსის ცნობილი ყველი გრავიერი, რომელიც დიდი ნასვრეტებითა და განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა.

ცნობილია, რომ მალაკნები ისევე როგორც ებრაელები და მუსლიმი ერები ღორის ხორცს არ ჭამენ. ყარსის ტრადიციული სამზარეულო იქ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების და განსაკუთრებით მალაკნების რეცეპტებითაა შევსებული. ყარსის რეგიონში მცხოვრები ყარაფაფახების, დუხობორების,აზერბაიჯანელების, ქურთების, თურქმენების, ბერძნების გვერდიგვერდ სოფლებიც კი ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებულ სამზარეულოს ფლობენ. თუკი მათ სამზარეულოზე კავკასიური და ირანული გავლენა იგრძნობა, მალაკნების გასტრონომია რუსულ კვალს ატარებს და ცომეულის ნაირსახეობითაა დატვირთული.

 



მსგავსი ინფორმაციები