დღეს წმ. მუჰამედ შუამავლის დაბადების დღეა

შუამავალი მუჰამედი 571 წელს მექაში მოევლინა სამყაროს

1517675
დღეს წმ. მუჰამედ შუამავლის დაბადების დღეა

დღეს, მუსულმანური სამყარო წმ.  მუჰამედ შუამავლის დაბადების დღეს აღნიშნავს. დღევანდელ დღესთან  დაკავშირებით მეჩეთებში სხვადასხვა სარიტუალო ლოცვები ტარდება.  წმ. მუჰამედ შუამავლის დაბადების დღესთან დაკავშირებით,  თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელმა ალი ერბაშმა მესიჯი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „წმ. მუჰამედი კაცობრიობისთვის მოვლენილი ბოლო შუამავალია. მისი  მოვლენის შემდეგ,  მანამდის არსებულ ყველა უზნეობას, უსამართლობას,  ცუდ საქციელს და ყოველგვარ ბოროტებას ბოლო მოეღო. ამ თვალსაზრისით მთელ მუსლიმებს და ისლამურ სამყაროს ვულოცავ ამ დღეს და  ღმერთ შევთხოვ, რომ ამ დღის მადლით ყველგან მშვიდობამ და კეთილდღეობამ დაისადგუროს.“ შუამავალი მუჰამედი 571 წელს მექაში მოევლინა სამყაროს.



მსგავსი ინფორმაციები