იცით თუ არა, რომ? 43/2020

დენიზლიში აღმოჩენილი ფოსილური ნაშთები

1511611
იცით თუ არა, რომ? 43/2020

იცით თუ არა, რომ? 43/2020

იცითთუარა, რომდენიზლშიბევრიფოსილურინაშთიარსებობს, რომლებიცისტორიასნათელსჰფენს?

დასავლეთ თურქეთში, დენიზლის პროვინციაში ჩატარებული ზედაპირული გამოკვლევების შედეგად, დაახლოებით 1,2–9 მილიონი წლის წინანდელი, რვა სხვადასხვა სახეობის ცხოველის, მათ შორის მამონტისა და მარტორქის ფოსილური ნაშთები იქნა აღმოჩენილი. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ნაშთების იმავე პერიოდით დათარიღება, რომლითაც ასევე დენიზლიში 2002 წელს აღმოჩენილი ანოტოლიის უძველესი ადამიანის ნაშთები თარიღდება, მნიშვნელოვანია ადამიანების ცხოველებთან ურთიერთქმედების თვალსაზრისით.

2017 წლის შემდეგ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დენიზლიში მრავალი ცხოველის ნაშთი იქნა ნაპოვნი. მამონტის ნამარხი, რომელიც ბოლოს იქნა აღმოჩენილი, გვიჩვენებს, რომ ისინი დენიზლში გამყინვარების პერიოდშიც ცხოვრობდნენ. ექსპერტები, რომლებიც იკვლევენ ამ მამონტის ნამარხს, რომელიც ქვედა ყბისგან შედგება, აცხადებენ, რომ ევროპაშიც კი არ არის ასეთი კარგად შემონახული ქვედა ყბა და ამ მხრივ მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა. გარდა ამისა, საყურადღებოა ბოლო კვლევებით აღმოჩენილი ჭიანჭველის მჭამელი ფოსილური ნაშთიც, რომელიც ანატოლიაში ნაკლებად ცნობილია.

 



მსგავსი ინფორმაციები