„ქალწულის კოშკი“

იცით თუ არა,  რომ ქალწულის კოშკი, რომელიც ბოსფორის სრუტეში მდებარეობს, 2500 წლის ისტორია აქვს?

1498379
„ქალწულის კოშკი“

„ქალწულის კოშკი“

იცით თუ არა,  რომ ქალწულის კოშკი, რომელიც ბოსფორის სრუტეში მდებარეობს, 2500 წლის ისტორია აქვს?

 ქალწულის კოშკი (ქიზ ქულესი)  არის ნაგებობა, რომელიც შეესწრო ქალაქ სტამბულის ისტორიის ყველა პერიოდს, ძველი საბერძნეთიდან, ბიზანტიის იმპერიამდე  და  ბიზანტიიდან  ოსმალეთის იმპერიამდე. იგი აშენდა ბოსფორის სრუტის წყლებში პატარა კლდოვან კუნძულზე. ითვლება, რომ ამ მცირე ნაკვეთზე გამაგრებული ციხესიმაგრე ძვ.წ. 400 წლამდე გამოჩნდა. იგი ათონელმა ერთ-ერთმა მეთაურმა გადასახადების მიღების მიზნით ააშენებინა. ჩვენი წელთაღრიცხვიდან 1110 წელს კი იგი რომის იმპერატორის მხრიდან უსაფრთხოების მიზნით  გამოიყენებოდა.

დროთა განმავლობაში განადგურებულ კოშკს, ვენეციელები სტამბოლის აღების დროს ბაზად იყენებდნენ. სტამბოლის აღების შემდეგ კი ფათიჰ სულთან მეჰმედმა ეს კოშკი მთლიანად დაანგრევინა და მის ნაცვლად პატარა ციხესიმაგრე ააშენებინა, რომელშიც ზარბაზნებიც იყო  განთავსებული.

სახელმწიფოებრიობის გამოცხადების შემდეგ კი დღემდე მრავალი რესტავრაცია ჩაუტარდა. 2000 წლებიდან მოყოლებული კი იგი ვიზიტორებისთვის გაიხსნა. იგი განსაკუთრებით ღამის საათებშია მომხიბვლელი თავისი რესტორნებით და კაფეებით.


საკვანძო სიტყვები: #ქალწულის კოშკი , #იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები