თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის ფილმებმა საერთაშორისო არენაზე წარმატებას მიაღწიეს

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის ფილმებმა საერთაშორისო არენაზე წარმატებას მიაღწიეს

1496704
თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის ფილმებმა საერთაშორისო არენაზე წარმატებას მიაღწიეს

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის (TRT) ერთობლივი წარმოების ფილმებიდან ერთ-ერთმა "Omar ve Biz" (ომარი და ჩვენ) ჰარლემის საერთაშორისო კინოფესტივალზე უცხო ენაზე საუკეთესო ფილმის ჯილდო მოიპოვა, ხოლო ფილმებმა „მაუზერი“ (Mavzer) და „კაკლის ხე“  (Ceviz Ağacı) ადანის 27-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე „ალთინ ქოზა“ მთლიანობაში 5 ჯილდო მიიღო.

TRT– ს მიერ გაკეთებული წერილობითი განცხადების თანახმად, TRT-ს ერთობლივი წარმოების ფილმების წარმატება ეროვნულ და საერთაშორისო კინოფესტივალებზე გრძედება.

მოსკოვის კინოფესტივალზე, რომელიც წელს 42 – ედ გაიმართება 1-8 ოქტომბერს, წარმოდგენილი იქნება TRT-ს ერთობლივი, რეჟისორ ერდემ თეფეგოზის მიერ გადაღებული ფილმი, „ჩრდილებში“ (Gölgeler İçinde).

ფილმის პრემიერა მოსკოვის შემდეგ ადანას 57-ე კინოფესტივალზე „ოქროს ფორთოხალი“ ეროვნული კონკურსის განყოფილებაში შედგება. ფილმში მთავარ როლს ნუმან აჯარი ასრულებს.

რეჟისორების მარინა ერ გორბახის და მეჰმეთ ბაჰადირ ერის ფილმი "ომარი და ჩვენ", რომელმაც მრავალი საერთაშორისო წარმატება მოიპოვა, ნიუ-იორკიდანაც ჯილდოთი დაბრუნდა.

ფილმმა წელს მე –15 გამართულ ჰარლემის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსოფლიო ფილმის  - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდო მოიპოვა. იგი 26 სექტემბერს ესპანეთში  IMAGINDIA-ს კინოფესტივალის ლტოლვილთა ფილმების კონკურსზე და 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე გასამართ ოდესის კინოფესტივალზე   იქნება ნაჩვენები.

2020 წლის 14-20 სექტემბერს, ადანას 27-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ეროვნული გრძელმეტრაჟიანი ფილმების კონკურსში ფათიჰ ოზჯანის "მავზერმა" 3 ჯილდო, ხოლო ფაიზალ სოიზალის "კაკლის ხე"-მ - 2 ჯილდო მოიპოვა.

მეორეს მხრივ, თურქეთის კინემატოგრაფიაში ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის შესახებ გადაღებული ერთ-ერთი ორიგინალური TRT-ს ერთობლივი ფილმი "სკა" (Kovan) ხვალ კინოეკრანებზე გამოვა.

ფილმში „სკა“, რომელშიც მთავარ როლს მერიემ უზერლი ასრულებს და რეჟისორი კი ეილემ ქაფთანი გახლავთ, მოთხრობილია გერმანიიდან ართვინში ჩასული ქალის ისტორია, რომელიც ფუტკრების სამყაროში დამკვიდრებას ცდილობს.



მსგავსი ინფორმაციები