„კუთხე-კუნჭული“ 39/2020

ზეუგმა

1496767
„კუთხე-კუნჭული“ 39/2020
zeugma1.jpg
Zeugma8.jpg

„კუთხე-კუნჭული“ 39/2020

ზეუგმა

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

მათ, ვისაც ისტორიის ხავსმოდებულ ქვებს შორის ხეტიალი და არქეოლოგიის სიღრმეებში წვდომის სურვილი აქვს, იმ ადგილით ნამდვილად დაინტერესდებაö რომელზეც ახლა გიამბობთ. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე ევფრატის სანაპიროს გასწვრივ ანტიკური ქალაქი ზეუგმა მდებარეობს. საუკუნეების მანძილზე მიწისა და ქვის საფარ ქვეშ მოზაიკის ოსტატების მიერ მორთული ქალაქი იმალებოდა, რომელიც დღის სინათლეს სულ რამდენიმე წელია რაც ეზიარა.

ქალაქი ზეუგმა, ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთი გენერლის და შემდგომში სირიის მეფის სელევკოს ნიკატორის მიერაა დაარსებული; მან თავისი და მდინარე ევფრატის სახელების შეერთებით ქალაქს სელევკოს ევფრატესის სახელი შეურჩია. ჩვ.წ.აღ.-ით პირველ საუკუნეში ქალაქი რომაელთა მმართველობაში გადავიდა და ხიდის ან გადასასვლელის მნიშვნელობის მქონე ზეუგმას სახელით დამკვიდრდა. ანტიკური ტერმინი ზეუგმა მდინარის გაღმა მხარეს ტყუპი ფერდის მნიშვნელობასაც ატარებს.

დღეს ანტიკური ქალაქი ზეუგმა გაზიანთეფის რეგიონის სოფელ ბელქისში, ზუსტად მდინარე ევფრატის ნაპირზე მდებარეობს. ის მდინარესთან იმდენად ახლოსაა, რომ  იატაკის მოსართავად გამოყენებული მოზაიკის ზოგიერთი ნაწილი წყლის ქვეშაა მოქცეული. ქალაქი დაახლოებით ოცი ათას ჰექტარზეა გაშენებული. არსებობს მოსაზრება, რომ დაარსების პერიოდში ქალაქში 80 000 ადამიანი სახლობდა.

ზეუგმას ქალაქში არსებული სახლები დღევანდელი ვილას ტიპის არქიტექტურას წააგავს. მათ მშენებლობაში გამოყენებული გამძლე მასალის არსებობას ჩვ. წ. აღ. -მდე 253 წელს სასანიანთა შემოსევების შემდგომ თითქმის დაუზიანებლად გადარჩენაც ამტკიცებს.

ზეუგმას ცნობილი მოზაიკური მორთულობა ბერძნულ-რომაული მითოლოგიის პერსონაჟებითაა გამდიდრებული. ბერძნული წარწერები იმდროინდელ ლეგენდებსა და ფოლკლორულ ნიმუშებსაც შეიცავს.

გაზიანთეფის ცენტრში არქეოლოგიის მუზეუმი აშენდა, სადაც მეტი მოფრთხილებისა და დაზიანებისაგან თავის ასარიდებლად ზეუგმას მოზაიკები მასში მოათავსეს. ისტორიული აბრეშუმის გზის გასაყარზე ის მსოფლიოში მეორე მოზაიკის მუზეუმია. 2011 წელს დაარსებული ეს შენობა 30 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს. იქ მოთავსებულია რომისა და გვიანი ანტიკური ხანის 2448 მ2-ის ზომის მოზაიკა, 4 რომაული შადრევანი, 149 მ2-ის კედლის ფრესკა, 4 კირქვისაგან დამზადებული ქანდაკება, ფოლადის მარსის ქანდაკება, სარკოფაგები და ა.შ.

რაც ყველაზე საინტერესოა, აქ მოთავსებულია „ბოშა გოგონას“ სახელით ცნობილი მოზაიკური პორტრეტი. ის ზეუგმას ქალაქის გათხრების შედეგად 1998 წელს აღმოაჩინეს. მას რაღაც ნაწილი აკლდა, რადგანაც ვარაუდით მისი სრულყოფილი სახე დაახლოებით 300 კვადრატულ მეტრზე უნდა ყოფილიყო შესრულებული. მისთვის ამ სახელის დარქმევა პორტრეტის ხასიათიდან გამომდინარეობს. გათხრების დაწყებამდე იმ რაიონში უკანონოდ მომუშავეების მხრიდან „ბოშა გოგონას“ მოზაიკის დიდი ნაწილი გაიტაცეს და ა.შ.შ.-ში გაყიდეს. მოზაიკის დანარჩენი ნაწილები ოჰაიოს უნივერსიტეტში აღმოჩნდა, შეთანხმების საფუძველზე ამ ნაწილების ზეუგმასათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.


საკვანძო სიტყვები: #მოზაიკა , #ზეუგმა , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები