თურქული სერიალები ლათინური ამერიკის ქვეყნებში ძალზედ პოპულარულნი არიან

ისინი თავიანთ შვილებს თურქული სერიალების გმირების სახელებს არქმევენ

1495159
თურქული სერიალები ლათინური ამერიკის ქვეყნებში ძალზედ პოპულარულნი არიან

ლათინური ამერიკის ქვეყნებში თურქული სერიალები ისეთი პოპულარული გახდა, რომ პარაგვაიში ახალ დაბადებულ ბავშვებს, ამ თურქული სერიალების გმირების სახელებს არქმევენ. ეს კარგად გამოჩნდა პარაგვაის სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტებშიც. პარაგვაიში, ლათინური ამერიკის ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც მრავალ თურქულ სერიალს დიდი ინტერესით ადევნებენ თვალყურს, ოფიციალურმა ორგანიზაციამ სახელწოდებით "Registro Del Estado Civil", რომელიც სამოქალაქო რეესტრის ადმინისტრაციის როლს ასრულებს, Twitter-ის საკუთარ ანგარიშზე გამოაქვეყნა თურქული სერიალებიდან შთაგონებული მოქალაქეების შვილების სახელები, რომლებთა შორის ყველაზე მეტად ფიგურირებენ Şehrazad/შეჰრაზადი, Kerim/ქერიმი, Kemal/ქემალი, Devran/დევრანი და Mustafa/მუსტაფა. ცნობილია, რომ 2015 წლიდან ლათინური ამერიკის ქვეყნებში თურქულმა სერიალებმა რეიტინგების რეკორდები დაამყარეს. პირველად, თურქული სერიალების შთაგონებით თავიანთი შვილებს თურქული სახელები ჩილეში დაარქვეს, ხოლო ამის პარალელურად, ლათინური ამერიკის სხვადასხვა ორგანიზაციების კულტურულ ღონისძიებებზე თურქი მსახიობების მიწვევაც დაიწყეს



მსგავსი ინფორმაციები