ანკარის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა სეზონი გახსნა

ანკარის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა სეზონი გახსნა

1488407
ანკარის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა სეზონი გახსნა

ანკარის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა სეზონი გუშინ საღამოს საოპერო სცენაზე "ნეაპოლის ღამის კონცერტით" გახსნა.

კონცერტში მონაწილეობდნენ ტენორები ბარიშ იანჩი, ფატიჰ ქაიჰანი, ოქან ბაშელი, არდა დოღანი, მეჰმედ კავილი და მათ აკომპანირებას უწევდა პიანისტი ჰანდე უჩარი.

კონცერტი ოპერის სცენაზე, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) ეპიდემიის გამო, სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის წესების დაცვით ჩატარდა და გამოყენებული იქნა მაყურებელთა ტევადობის მხოლოდ ერთი მესამედი.

ღონისძიებამ ხელოვნების მოყვარულების დიდი მოწონება დაიმსახურა.



მსგავსი ინფორმაციები