იცით თუ არა, რომ? 35/2020

"გასტრონომიული ქალაქი, ჰათაი"

1477812
იცით თუ არა, რომ? 35/2020

იცით თუ არა, რომ? 35/2020

იცით თუ არა, რომ ჰათაის იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელში "გასტრონომიული ქალაქის" ტიტული აქვს?

8000 წლის ისტორიის მქონე ჰათაიში, თითოეული ცივილიზაციისა და რელიგიის მრავალფეროვნებამ, რომელიც იქ ცხოვრობდა, გამოიწვია რეგიონში უნიკალური კვების კულტურის წარმოქმნა. ისტორიული სანელებლების და აბრეშუმის გზაზე მდებარე ჰათაი ასევე არის მესოპოტამიასა და ახლო აღმოსავლეთში გამავალი კარიბჭე. შესაბამისად, ქალაქის მდიდარი კულინარიული კულტურა, სამზარეულოს ხელსაწყოები და ადგილობრივი რეცეპტები საუკუნეების განმავლობაში, თაობიდან თაობას გადაეცა.

ჰათაი არის ხმელთაშუა ზღვის კლიმატის და ხმელთაშუა ზღვის მცენარეული საფარის მქონე ქალაქი. ამ მიზეზით, ჰათის სამზარეულო არის ხმელთაშუა ზღვის ტიპიური სამზარეულო, სადაც გამოიყენება ახალი ბოსტნეული, ზეითუნის ზეთი, პარკოსნები და მარცვლეული. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც ჰათაის სამზარეულოს სხვა სამზარეულოსგან გამოარჩევს, არის მრავალფეროვანი სანელებლების გამოყენება კერძებში... სტუმრები, რომლებიც ტრადიციული მეთოდით მომზადებულ კერძებს აგემოვნებენ, ჰათაის ისტორიულ და ბუნებრივ სიმდიდრეებთან ერთად სამზარეულოს კულტურასაც ვერ ივიწყებენ.

ჰათაის, რომელმაც 2017 წლის ივნისში იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის გასტრონომიის განყოფილებას მიმართა, 2017 წლის 1 ნოემბრიდან იუნესკოს „გასტრონომიული ქალაქის“ ტიტული აქვს… სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰათაი არის საერთაშორიო არენაზე რეგისტრირებული ქალაქი, თავისი მდიდარი სამზარეულოს კულტურით.



მსგავსი ინფორმაციები