ალ-ქარადაღი: „ლიბიის კრიზისის მოგვარების ერთადერთი გამოსავალი, ლეგიტიმური მთავრობის მხარდაჭერაა“

ალ-ქარადაღი: „ლიბიის კრიზისის მოგვარების ერთადერთი გამოსავალი, ლეგიტიმური მთავრობის მხარდაჭერაა“

1458210
ალ-ქარადაღი: „ლიბიის კრიზისის მოგვარების ერთადერთი გამოსავალი, ლეგიტიმური მთავრობის მხარდაჭერაა“

მსოფლიო მუსლიმ მეცნიერთა კავშირის გენერალურმა მდივანმა ალი მუჰიდდინ  ალ-ქარადაღმა, განაცხადა, რომ ლიბიაში არსებული კრიზისის მოგვარების ერთადერთი გამოსავალი, ქვეყნის ლეგიტიმური მთავრობის მხარდაჭერაა. მსოფლიო მუსლიმ მეცნიერთა კავშირის ოფიციალურ სოციალურ ქსელ, Twitter-ზე ალი მუჰიდდინ  ალ-ქარადაღის,  საკითხთან დაკავშირებით განცხადება გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია: „ლიბიის კრიზისის მოგვარების და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების ერთადერთი და გარდაუვალი გამოსავალი გზა, ლეგიტიმური მთავრობის მხარდაჭერა გახლავთ. სამწუხაროდ ევროპის ქვეყნები ლიბიასთან მიმართებაში ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკას ეწევიან. ეს ქვეყნები თითქოს და ლიბიაში, რუსეთის ყოფნას ეწინააღმდეგებიან, მაგრამ, სამხედრო თვალსაზრისით რუსეთის მიერ მხარდაჭერილ დაქირავებულ მებრძოლებს უჭერენ მხარს“.

შეგახსენებთ, რომ ლიბიაში ლეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებულ ხალიფა ხაფთარს, რუსული ვაგნერი უჭერს მხარს, რომლიც  ყირიმის ანექსიის დროსაც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.  



მსგავსი ინფორმაციები