ალიევმა 15 ივლისი - დემოკრატიისა და ეროვნული ერთობის დღესთან დაკავშირებით ერდოღანს წერილი გაუგზავნა

ალიევმა 15 ივლისი - დემოკრატიისა და ეროვნული ერთობის დღესთან დაკავშირებით ერდოღანს წერილი გაუგზავნა

1455999
ალიევმა 15 ივლისი - დემოკრატიისა და ეროვნული ერთობის დღესთან დაკავშირებით ერდოღანს წერილი გაუგზავნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 15 ივლისი - დემოკრატიისა და ეროვნული ერთობის დღესთან დაკავშირებით  პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს წერილი გაუგზავნა რომელშიც ნათქვამია: „ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს მხრიდან 2016 წლის 15 ივლისს განხორციელებული გადატრიალების მცდელობიდან 4 წელი გავიდა. თქვენი გმირული ქმედებებით და ლიდერობით თურქ ხალხმა ეს რთული გამოცდა წარმატებით ჩააბარა და დემოკრატიის და თავისუფლების თვალსაზრისით წინსვლა გააგრძელა“.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 15 ივლისს მომხდარი გადატრიალების მცდელობის პირველივე წუთიდან აზერბაიჯანმა მომხდარი დაგმო და მთავრობას გამოუცხადა სოლიდარობა.



მსგავსი ინფორმაციები