რუსეთის საგარეო უწყება, აია-სოფიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო უწყება, აია-სოფიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

1454095
რუსეთის საგარეო უწყება, აია-სოფიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი ვერშინიმ განაცხადა, რომ  აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება, „თურქეთის შიდა საკითხია“. მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განაცხადა. „აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება, ეს თურქეთის შიდა საკითხია. ბუნებრივია, არც ჩვენ და არც სხვა  არ უნდა ჩაერიოს ამ საკითხში,“ განაცხადა ვერშინიმ.  მან ისიც დასძინა, რომ აია-სოფია  გლობალური კულტურისა და ცივილიზაციისთვის მნიშვნელოვანი ძეგლია.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის სახელმწიფო საბჭომ 10 ივლისს  გააუქმა მთავრობის 1934 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად აია-სოფია მუზეუმად იყო გადაკეთებული. სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც აია-სოფიას ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.



მსგავსი ინფორმაციები