იცით თუ არა, რომ? 29/2020

სამკურნალო მცენარეები - ბეგქონდარა

1453815
იცით თუ არა, რომ? 29/2020

იცით თუ არა, რომ? 29/2020

სამკურნალო მცენარეები - ბეგქონდარა

იცით თუ არა, რომ ბეგქონდარას ბევრი სახეობა, რომლის სამშობლიც აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონია, თურქთში ბევრ ადგილზე ხარობს დამას სამედიცინოსფეროშიხშირადიყენებენ?

მცენარეების გამოყენება დაავადებების დროს ისეთივე ძველია, როგორც კაცობრიობის ისტორია…ბეგქონდარაც არის მცენარე, რომელიც ხალხურ მედიცინაში უძველესი დროიდან  გამოიყენება. ბეგქონდარას ძირითადად სანელებლის სახით იყენებენ,იგი ამდიდრებს ცხიმიანი და მძიმე საკვების გემოს და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

როგორც სამკურნალო მცენარე, ხალხში ბეგქონდარა გამოიყენება მრავალი მიზნისთვის. ხელს უწყობს ფილტვების, ბრონქების, კუჭისა და ნაწლავების დაავადებების განკურნებას. ხველისა და ზედა სასუნთქი გზების ანთების დროს გამოიყენება ჩაის სახით და პირის ღრუში გამოვლებით. ბეგქონდარას ასევე აქვს შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტი. არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, ეფექტურია ნაწლავის პარაზიტების საწინააღმდეგოდ.

ანტისეპტიკური ეფექტის მქონე ბეგქონდარა ასევე ხშირად გამოიყენება კანის პრობლემების დროს.

სამწუხაროდ, ბეგქონდარა, რომელსაც მრავალი სარგებელი მოაქვს, შეიძლება მავნე იყოს, თუ მას გაუცნობიერებლად გამოიყენებენ. ამან შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი გვერდითი მოვლენები ორსულ ქალებში და ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დროს. ცნობილია, რომ ბეგქონდარას ზეთი მავნედ მოქმედებს ღვიძლზე და რეკომენდებულია მისი ფრთხილად გამოყენება.



მსგავსი ინფორმაციები