აია სოფიაში ლოცვის ჩატარებას გზა გაეხსნა

სახელმწიფო საბჭოს მე -10 პალატამ გააუქმა მინისტრთა საბჭოს 1934 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება აია სოფიას მეჩეთიდან მუზეუმად გადაკეთების შესახებ

1452830
აია სოფიაში ლოცვის ჩატარებას გზა გაეხსნა

სახელმწიფო საბჭოს მე -10 პალატამ გააუქმა მინისტრთა საბჭოს 1934 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება აია სოფიას მეჩეთიდან მუზეუმად გადაკეთების შესახებ.

მუდმივი ფონდების ასოციაციამ, რომელიც ემსახურება ისტორიული ძეგლების და გარემოს დაცვას, სარჩელი შეიტანა სახელმწიფო საბჭოში მინისტრთა საბჭოს აია სოფიას მეჩეთიდან მუზეუმად გადაკეთების გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.

საბჭომ 2 ივლისს გამართულ პროცესზე მხარეებს მოუსმინა.

მოსმენის შემდეგ სახელმწიფო საბჭოს მე-10 პალატამ, რომელიც საქმეს განიხილავდა, გადაწყვეტილება მიიღო.

საბჭომ, აია სოფიას მეჩეთიდან მუზეუმად გადაკეთების შესახებ მინისტრთა საბჭოს 1934 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება გააუქმა.



მსგავსი ინფორმაციები