თურქები არ წყვეტენ ნიგერიელებისადმი დახმარებებს
სამედიცინო და ჰიგიენური დახმარებების შემდეგ, ერთი მეჩეთიც აუშენეს
1439697
თურქულმა საქველმოქმედო ფონმა “Darul Erkam/დარულ ერქამ“-მა, დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო ნიგერიის დედაქალაქ აბუჯაში ერთი მეჩეთი ააშენა და გუშინ, მისი ექსპლოატაციაში გადაცემა საზეიმო ცერემონიით მოხდა. “დარულ ერქამის“ ფონდის თავჯდომარე იუნუს ემრე აქიოლის თქმით, ეს მეჩეთი მათ ააშენეს თურქების მიერ გაღებული შემოწირულებებით და ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის დროს ასეთი საქველმოქმედო საქმიანობის გაკეთებამ, მათ და ნიგერიელებს დიდი სიამოვნება მოჰგვარათ. მისივე თქმით, ეპიდემიის პერიოდში, თურქეთის სხვადასხვა საქველმოქმედო და ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა სამედიცინო და ჰიგიენური დახმარებებიც აღმოუჩინეს ნიგერიელებს, საკვები პროდუქტებიც გაუგზავნეს, წყლის ჭაბურღილებიც გაუთხარეს და ასეთი დახმარებების გაწევას მომავალშიც გააგრძელებენ