Facebook-მა ტრამპის ზოგიერთი რეკლამა და პოსტი წაშალა

Facebook-მა ტრამპის ზოგიერთი რეკლამა და პოსტი წაშალა

1439427
Facebook-მა ტრამპის ზოგიერთი რეკლამა და პოსტი წაშალა

სოციალურმა ქსელმა Facebook-მა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განთავსებული ზოგიერთი რეკლამა და პოსტი იმის გამო, რომ სიძულვილის ენას შეიცავადა, წაშალა.

Facebook-ის პრესსპიკერმა ენდი სტოუნმა CNN– ს განუცხადა, რომ საარჩევნო რეკლამა, რომელშიც ტრამპის სამიზე რადიკალურად მემარცხენე ჯგუფი „ანტიფა“ არის, ამოიღეს საიტიდან იმ მოტივით, რომ გამოყენებული იქნა ნაცისტური სიმბოლოების შემცველი კადრები.

„ჩვენ წავშალეთ ასეთი რეკლამები და პოსტები იმის გამო, რომ აკრძალული სიძულვილის ჯგუფების სიმბოლოების გამოყენების მოწინააღმდეგე ჩვენი კომპანიის პოლიტიკას არღვევდა.“-აღნიშნა სტოუნმა.

ტრამპის კამპანიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პოსტებში გამოყენებული წითელი შებრუნებული სამკუთხედის სიმბოლო ნაცისტურ ბანაკებში მყოფ პოლიტიკურ პატიმრებს კი არა, რადიკალურად მემარცხენე ორგანიზაცია „ანტიაფას“ წარმოადგენს.

 


საკვანძო სიტყვები: #დონალდ ტრამპი , #პრეზიდენტი , #აშშ , #Facebook

მსგავსი ინფორმაციები