თურქეთი სერბეთს სამედიცინო მასალებით დაეხმარა

თურქეთის მიერ სერბეთის რეგიონ სანჯაყისათვის გაგზავნილი სამედიცინო მასალებით დატვირთული ტრაილერი, დანიშნულების ადგილზე ჩავიდა

1435014
თურქეთი სერბეთს სამედიცინო მასალებით დაეხმარა

თურქეთის მიერ ბოსნიელებით მჭიდროდ დასახლებული სერბეთის რეგიონ სანჯაყისათვის გაგზავნილი სამედიცინო მასალებით დატვირთული ტრაილერი, დანიშნულების ადგილზე ჩავიდა.  

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მითითებით და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ორგანიზაციის (DEİK) თურქეთ-სერბეთის საქმიანი საბჭოს ორგანიზებით მომზადებული დახმარება, ქალაქ ნოვი პაზარში აგებულ ეპიდემიოლოგიურ საავადმყოფოს გადაეცა.

სამედიცინო მასალებს ნოვი პაზარის გარდა რეგიონში მდებარე ქალაქებს სჟენიცას, ტუტინს, პრიეპოლიეს, პრიბოის, ნოვა ვაროს და კრალიევოსაც გადასცემენ.



მსგავსი ინფორმაციები