TİKA ავღანეთშიც აქტიურობს

იგი ავღანელ ქალებს სხვადასხვა პროფესიას ასწავლის

1426103
TİKA ავღანეთშიც აქტიურობს

ავღანელმა ქალებმა, რომლებმაც ამ ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ფარიაბის პროვინციის ანდოის რაიონში მოქმედი და თურქეთის თანამშრომლობისა და საკოორდინაციო სააგენტოს (TİKA) მიერ ორგანიზებული პროფესიული მომზადების კურსი დაასრულეს, კოვიდ-19 გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში,  ნიღბებისა და დამცავი ტანსაცმლის წარმოება დაიწყეს. TİKA-ს ქალაქ მეზარი შერიფში მოქმედი ოფისის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალები გასულ წელს, 6 თვის განმავლობაში დადიოდნენ სხვადასხვა პროფესიულ კურსებზე, მათ შორის სამკერვალოზე და სწორედ ამ უკანასკნელის კურსდამთავრებულებმა დაიწყეს პირბადეებისა და დამცავი ტანსაცმლის კერვა, რომელთა მასალებსაც უფასოდ ისევ თთსს უზრუნველყოფს. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ  3 თვის განმავლობაში დაახლოებით 500 ათასი ნიღაბი, 10000 სამედიცინო წინსაფარი და 10000 სამედიცინო კომბინიზონი დამზადდება რა, უფასოდ გაუნაწილდებათ ჯანდაცვის თანამშრომლებს და გაჭირვებულებს.



მსგავსი ინფორმაციები